ოთხი ქართველი მოჭიდავე მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და თითოეულ წონით კატეგორიაში ათ-ათი საუკეთესო მოჭიდავე დაასახელა. განახლებული რეიტინგის სათავეში ოთხი ქართველია – მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლაშა გობაძე (82 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

თავიანთი წონის მოწინავე ათეულში სულ ათი ქართველი მოჭიდავე მოხვდა. ირაკლი მწითური 92 კილოგრამი წონითი კატეგორიის მესამე ნომერია, გიორგი მელია (97 კგ), იაკობ ქაჯაია (130 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) მესამე ადგილს იკავებენ, იური ლომაძე (72 კგ) – მეცხრეს.

მსოფლიოს რეიტინგის მიხედვით ხდება განთესვა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ოთხ-ოთხი საუკეთესო მოჭიდავე სატურნირო ბადეში ისე ნაწილდება, მათი გზები ნახევარფინალამდე არ იკვეთება, წონის პირველი და მეორე ნომრები კი ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია