ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი გაიტაცეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან თურქეთის მოქალაქე გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.შემთხვევა ოჩამჩირის პორტის მახლობლად მოხდა. გავრცელებული ცნობით, თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი ბარიდან გამოვიდა და ერთ-ერთ ადგილობრივს პორტამდე მანქანით მიყვანა სთხოვა, თუმცა რამდენიმე წუთში ისინი ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გააჩერა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, თურქეთის მოქალაქე კი იმავე მანქანით გაიტაცეს. სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის შემდეგ ავტომობილი გალი-ოჩამჩირის გზაზე აღმოაჩინეს. გატაცებულს კი ამ დრომდე ეძებენ. მომხდარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია