ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით გამყოფი ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმა იზრდება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლება გამყოფი ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმას ორჯერ ზოგ შმთხვევაში კი სამჯერ ზრდის. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განმარტებით, არსებული გადასახადი იმდენად დაბალია, რომ ხალხი საზღვრის კვეთას არ ერიდება, გაზრდილი ჯარიმები კი კანონდამრღვევების რიცხვსაც შეამცირებს და ბიუჯეტის შემოსავალზეც დადებითად აისახება. საოკუპაციო რეჟიმმა ახალი სტატისტიკაც გაასაჯაროვა. ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, პირველი იანვრიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარი 460-მა ადამიანმა დაარღვია.

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.