ოკუპირებულ ცხინვალში პრემიერის ინიციატივას სატყუარას უწოდებენ

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, ეხმაურებიან და სატყუარას უწოდებენ.

“საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ უახლოეს მომავალში სამხედრო დაპირისპირების გზით ე.წ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დაბრუნებას ვერ შეძლებს და ტაქტიკა შეცვალა,”- წერია საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალში თვლიან, რომ დიალოგისა და მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც საქართველო ხელს მოაწერს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიარებს ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას.
წყარო: pirveliradio.ge

 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.