ოფიციალური თბილისის დიპლომატიური დემარში და საპროტესტო ნოტა მეგობარ უკრაინას – ივანიშვილის კანტორად და ფსბ-ს ინტერესების გამტარებლად ქცეული სამინისტრო?

საპროტესტო ნოტა მეგობარ უკრაინას – საქართველოს ელჩი 2 კვირიანი კარანტინის შემდეგ სამსახურში არა კიევში, არამედ თბილისში, ჩიტაძის 4 ნომერში მივიდა. თეიმურაზ შარაშენიძე დღეს ერთი მხრივ მედიასთან ოფიციალური თბილისის დიპლომატიური დემარშის მიზეზების ასხნას ცდილობდა, ხოლო მეორე მხრივ, დიპლომატს საგარეო საქმეთა მინისტრთან თავის მართლება მოუწია, თუ რატომ ვერ შეაფერხა ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნა უკრაინის უმაღლეს უწყებებში.

დაბნეული ელჩის გზავნილები, დიპლომატიური უწყების რადიკალურმა განცხადებამ შეცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროში 3 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ,  სტრატეგიულ პარტნიორთან ულტიმატუმის ენით საუბარი კიდევ უფრო გამძაფრდა. საქართველოს მთავრობამ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან  ურთიერთობების ხელახლა დასაწყებად შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ, უწყების გზავნილები ზედმიწევნით გაიმეორეს მმართველი გუნდის სხვა წევრებმა. “ქართული ოცნება”  დღეს უკრაინას კიდევ ერთხელ ახსენებდა,რომ მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თანამდებობაზე დანიშვნით მათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღეს და ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები მოჰყვება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებას” სტრატეგიულ პარტნიორთან ულტიმატუმის ენით საუბარი მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდება. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, პოლიტიკურ ბოღმას მეგობარ ქვეყანასთან ურთერთობებს ნუ გადააყოლებენ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.