ოქროს დუბლი მარაკეშიდან

ქართველების სრული დომინაციით წარიმართა დღევანდელი საჭიდაო დღეს მაროკოში, იქაური მარაკეში გუშნდლიდან მოყოლებული მსოფლიოს პირველობას მასპინძლობს ახალგაზრდა ძიუდოსიტებს შორის, და ქართული ჰიმნის ორჯერ აჟჟერებით დასრულდა.

პლანეტის უძლიერესები 81 კილოში ვლადიმერ ახალკაცი და 90-ში ლაშა ბექაური გახდნენ.

ფენომენალური იყო დღეს ორთავე ჩვენებური. ახალკაცს ერთი მეოთხედფინალში გაუჭირდა აზერბაიჯანელ ფატიევთან, ვისაც 7 წუთი ეომა და შიდოებით მოახსნევინა, თორე დანარჩენები სულ აქეთ-იქით მიყარ-მოყარა. მაგალითად ფინალში მაჯებიდან წაოიკიდა და ულამაზესი გდებით იზეიმა ჩემპიონობა, მანამდე კი არც ბრაზილიელ, კანადელ, ყაზახ და მოლდოვენ მეტოქეებს აყარა კარგი დღე.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს უწია ტატო გრიგალაშვილმა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნახევარფინალში დამარცხდა ზემოთხსენებულ კარაპეტიანთან, თუმცა მესამესთვის შეხვედრაში უშანსოდ მოუგო ასევე ზემოთხსენებულ ფატიევს.

გზად ოქრომდე არც ლაშა ბექაურმა დაინდო ვინმე და ოქროს დუბლი შეასრულა – ევროპაც მოიგო და მსოფლიოც. უკვე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ფინალში, ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, კვლავაც უნგრელი როლანდ გოში დააიპონა, ხოლო ნახევარფინალში, შარშანდელის მსგავსად, კოსუკო მაშიიამა დაამწუხრა. დამაჯარებელი ასევე იყო ქვეჯგუფის შეხვედრებში – უზბეკი, არგენტინელი და კორეელი ძიუდოისტების ბარიერები წმინდა გდებებით გაიარა.

ბრინჯაომდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და მეხუთეზე დარჩა 70 კილოში მარიამ ჭანტურია, თუმცა აუგს ვერავინ იტყვის. როგორც სჩვევია ხოლმე ბოლომდე იომა და საკმაოდ კარგი ძიუდოთიც დაგვამახსოვრა თავი ქომაგებს.

https://sporter.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.