ოქრუაშვილს ბრალი დადგენილი წესის დარღვევით აქვს წარდგენილი – ადვოკატი

ოქრუაშვილს ბრალი დადგენილი წესის დარღვევით აქვს წარდგენილი – ამის შესახებ განცხადება, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„წინა სასამართლო სხდომაზე გარკვეული შუამდგომლობები დავაყენეთ, პროკურორსაც ჰქონდა შუამდგომლობა. თუმცა, მოგეხსენებათ, ზურაბ ადეიშვილის დაცვაში ახალი ადვოკატი ჩაერთო და მას საქმის გასაცნობად ვადა მისცა სასამართლომ. გასულ სხდომაზე გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობა დავაყენეთ. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი დადგენილი წესის დარღვევით აქვს წარდგენილი და არა 24 საათში, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით დღეს იქნება მსჯელობა და დამატებით კიდევ გვაქვს შუამდგომლობები, რომელიც ეხება საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემას, ანუ სასამართლომ წარდგინებით რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. არაკანონიერად მოპოვებული მტკიცებულებაა, ტელეფონის ნომერი, რომელიც ჟვანიას საქმიდან ამოიღეს. მხოლოდ დოკუმენტების ნაწილი გადმომცეს და ტელეფონთან წვდომა არ მაქვს, რომ მასზე ექსპერტიზა ჩავატარო.როცა პროკურატურას მოვთხოვე სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ტელეფონი წარედგინათ, მათგან პასუხი მივიღე, რომ ამ ნივთის ბედი მათთვის უცნობია. საშუალებას არ მაძლევენ, ამ მტკიცებულებაზე წვდომა მქონდეს“, – განაცხადა ჭაბაშვილმა.

http://pirveliradio.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია