“ოცნება“ ოპოზიციის ლიდერებს „ბითუმად“ ასამართლებს – 4 სასამართლო პროცესი ერთ დღეს


4 სასამართლო პროცესი ერთდროულად თბილისის საქალაქო სასამართლოში – დღეს, გიგი უგულავას, ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილის, გურამ ჩალაგაშვილის საქმეებს განიხილავენ.

ნიკა გვარამიას საქმე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას უკავშირდება, „რუსთავი 2“ – ის საქმესთან დაკავშირებით. გიგი უგულავას შემთხვევაში კი განიხილება მისი და ალექსანდრე გოგოხიას საქმე, მათ ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში კი საქმე ეხება, 20 ივნისის ღამეს მიმდინარე მოვლენებს.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.