“ოცნების” ნაწილი დღეს ბიძინა ივანიშვილის დასუსტებაზე მუშაობს” – ხუხაშვილი

“არასწორი იყო გიორგი შენგელაის ის განცხადება, რაც გააკეთა. ასეთი რამ მიუღებელია თქვა თუნდაც იმ ადამიანზე, რომელიც ძალიან არ გიყვარს” – განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში”, სადაც რუსთაველის გამზირზე დღეს ჩატარებულ აქციას აფასებდა.

ხუხაშვილის განცხადებით დღეს “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა 2” ერთად ცდილობენ, რომ  ბიძინა ივანიშვილის დაასუსტონ. ის მიიჩნევს, რომ აქციები მოლაპარაკებებში გადაიზრდება და პროცესებიც მოსალოდნელზე უფრო მშვიდად განვითარდება:

“ზაზა სალარიძეც და მალხაზ მაჩალიკაშვილიც საკმაოდ მოაზროვნე ადამიანები არიან, ამიტომ მათთან შეძლებენ მოლაპარაკებებს და ყველაფერი დასრულდება მშვიდად. სხვა რაიმე რადიკალურს არ ველოდები.

ხუხაშვილმა შეაფასა ოპოზიციური პარტიებიც და მათ შორის არსებულ დაპირისპირების ძირითად საფუძვლებზე ისაუბრა: 

“რაც ეს “ევროპული საქართველო” დაარსდა ეს სისტემური დაპირისპირება გამძაფრდა და გამძაფრდა. ოთო კახიძეს მაგალითად ძალიან ეტყობა, რომ მას “ნაციონალები” უფრო სძულს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. კი ცდილობს ეს ყველაფერიო შეფუთოს, მაგრამ თეთრი ძაფებით კერავს და არ გამოსდის.

ჩემთვის დღეს ბევრად უფრო სიმპატიურად გამოიყურება “ნაციონალური მოძრაობა”, ვიდრე “ევროპული საქართველო”, რომელიც ძირითადად გარათულია ინტრიგებზე, ფარულ გარიგებებზე.

ჩემთვის პირადად, მიხეილ სააკაშვილს ნაკლები შეიძლება დავაბრალოთ, ვიდრე ბოკერიას.  მაგრამ “ოცნება” თავს კომფორტულად გრძნობს  “ნაციონალურ მოძრაობა” 2-თან. გარიგება რომ სახეზეა, ამას ვერ ხედავს ვინმე? ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ბევრი “ოცნების” კადრისთვის იყო მოულოდნელი, მათ ეს არ მოეწონათ, რადგან მათ უკვე გარკვეული ჰქონდათ რაღაც საქმეები, კონტაქტები. ახლა გაუჩნდათ თავსატეხი. ბევრი მათგანისთვის მაგალითად გივი ჭიჭინაძე უფრო მიღებელია, ვიდრე გიგა ბოკერია. სალარიძე რომ აინტერესებს ბოკერიას, არ მჯერავს ამის რა.

დღეს რა მივიღეთ?-ერთი “ნაციონალური მოძრაობა” ქუჩაში ასამართლებს “ოცნებას”, “ნაციონალები 2” პარლამენტში. ამ კომისიით ასუსტებენ ივანიშვილს, ცდილობენ მას გამოაცალონ საყრდენი, ეს კომისია ზუსტად მაგისთვის შეიქმნა და ამას აკეთებს “ოცნება” “ევროპულ საქართველოსთან” ერთად. ბიძინა ივანიშვილის დასუსტებაზეა ყველა აქცენტი, სხვაზე არაფერზე” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

guriismoambe.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.