პალეონტოლოგებმა ქარვაში ყველაზე პატარა დინოზავრის თავისქალა აღმოაჩინეს

Oculudentavis khaungraae  - რეკონსტრუქცია

Oculudentavis khaungraae – რეკონსტრუქცია

ფოტო: Twitter

ამერიკელმა პალეონტოლოგებმა ბირმულ ქარვაში ყველაზე პატარა დინოზავრის თავისქალა აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფრინველის მსგავსი დინოზავრი ძალიან პატარა იყო და ზომით კალიბრის არ აღემატებოდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თავისქალა ზრდასრულ დინოზავრს ეკუთვნის, მისი ასაკი კი 99 მილიონ წელს შეადგენს. ფრინველს ასზე მეტი კბილი ჰქონდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის მტაცებელი იყო.

დინოზავრების აქამდე უცნობ სახეობას Oculudentavis khaungraae დაარქვეს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ აღმოჩენის გამო დინოზავრების ევოლუციის და ფრინველების წარმოშობის გადახედვა მოუწევთ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია