პანდემია – როგორც დედამიწის გადარჩენის შანსი

მეცნიერები დარწმუნებულები არიან – ბუნების განადგურება დაავადებების მიმართ კაცობრიობის მოწყვლადობას ზრდის. მაგალითად, ისეთი ინფექციის წინაშე, როგორიცაა კორონავირუსი – მის გამო ასობით ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ათობით მილიონმა კი შემოსავლის წყარო დაკარგა.

გახდება თუ არა პანდემია გამოფხიზლების ზარი, რომელიც დღეს განვითარების კურსის შესაცვლელად აუცილებელია?

პოლიტიკოსები კორონავირუსის ეპიდემიას არაპროგნოზირებად მოვლენად მიიჩნევენ. თუმცა, ექიმების აზრით, ის გარდაუვალი იყო – ბოლო წლებში ცხოველისგან ადამიანზე გადამდები დაავადებების მკვეთრი ზრდის გათვალისწინებით.

სადღეისოდ, ახალ ინფექციურ დაავადებათა 60% ცხოველური წარმოშობისაა, და ეს ადამიანის საქმიანობასთან პირდაპირაა დაკავშირებული- ინტენსიური სოფლის მეურნეობა, ხეების უმოწყალო ჩეხვა, ბუნებრივი რესურსების აქტიური მოპოვება, გარეული ცხოველების გამოყენება – ეს არის ჩვენი დესტრუქციული ქმედებები, რომლებზეც ჩვენვე თვალ ვხუჭავთ.

ადამიანი გარეულ ცხოველებს სულ უფრო აქტიურად ეკონტაქტება, ეს კი ინფექციების გავრცელებისთვის იდეალური პირობებს ქმნის.

შიდსი, ებოლა, მწვავე რესპირატორული დაავადებები, ფრინველის და ღორის გრიპები – ეს გაფრთხილებები იყო, რომლებსაც კაცობრიობამ ყურადღება არ მიაქცია.

კორონავირუსი წინამორბედებზე გაცილებით უფრი აქტიური და ძლიერია – მან ჩვენს ჯანმრთელობას და დედამიწის კეთილდღეობას შორის არსებული ურთიერთკავშირი ნათლად დაგვანახა. სწორედ ეს კავშირია ჩვენი სისუსტის ერთ-ერთი წყარო.

ხშირად გაიგონებდით – ეკოლოგიური ნორმების დაცვა ეკონომიკას დაანგრევს. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა – ვირუსს გზა სწორედ ბუნების განადგურებამ გაუხსნა, ამას კი შედეგად ეკონომიკის გაჩერება მოჰყვა.

დღეს, როდესაც მთავრობები ეკონომიკის გაცოცხლებაზე ზრუნვას იწყებენ – იდეალური მომენტია ეკონომიკურ სისტემებში ეკოლოგიური პრიორიტეტების შეტანისთვის.

ჯერ ერთი მხოლოდ ეკონომიკური სტიმულირება არასაკმარისია – აუცილებელია ასევე ეკოლოგიური რეგულაციები, რომელიც ბიზნესის და ინვესტორებს მონაწილეობით უნდა შემუშავდეს.
.
თანაც სახელმწიფო ხარჯებმა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ბუნების შენარჩუნებას, და ეკოლოგიას შორის ბალანსი უნდა დაიცვან. ეს კი ინვესტირებას მწვანე ტექნოლოგიებში ნიშნავს, განსაკუთებით კი ისეთ დარგებში, რომლებიც დახურული ციკლის ეკონომიკასთან გვაახლოებს.

ნობელის პრემიის ლაურეატის ჯოზეფ სტიგლიცის აზრით, ეკონომიკის მწვანე აღდგენის გეგმას ჩვეულებრივი სტიმულირების ზომებზე გაცილებთ უფრო დიდი და გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია – მაგალითად, სუფთა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის აშენება ნედლეულის მოპოვებასთან შედარებით 1 ჩადებულ დოლარზე 2-ჯერ მეტ სამუშაო ადგილს ქმნის.

სხვა პრიორიტეტებია – ინვესტიციები ბუნებრივ კაპიტალში, მაგალითად, ტყეების აღდგენაში, რაც ბევრ სხვადასხვა სარგებელს მოიტანს – ბიომრავალფეროვნების გაზრდიდან წყალდიდობების პრევენციამდე.

ბევრ ხელმძღვანელს ეს კარგად ესმის – საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ სახელმწიფოების მიერ კორპორაციებისთვის დახმარების გაწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ეკოლოგიური ნორმების დაცვა უნდა იყოს.

თუმცა, მთავრობები ამ ეტაპზე სრულიად საპირისპიროს აკეთებენ – ჯოზეფ სტიგლიცი თვლის, რომ ავიაკომპანიებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა ყოველგვარი ეკოლოგიური პირობების გარეშე კლიმატურ პირობებს კიდევ უფრო დააზიანებს, და საბოლოო ჯამში, როგორც ჩვენ დღეს ვხედავთ, ეკონომიკასაც დააზარალებს.

მაგრამ ამის მიუხედავად, დღეს ავიაკომპანიების გადარჩენაზე მილიარდობით დოლარი, თანაც თითქმის ეკოლოგიური მოთხოვნების გარეშე მიემართება.

„მწვანე სტიმულირების ინდექსის კვლევის თანახმად, მსოფლიოს 16 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მთავრობების მიერ სტიმულირების ზომების მეოთხედი მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ზარალს გამოიწვევს. მეტიც, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბუნების უმსხვილეს დამაბინძურებელ კომპანიებს მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ეკოლოგიური რეგულაციები შეურბილა.

ამგვარი მიდგომების გამართლება სულ უფრო და უფრო რთულია – ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება სხვადასხვა კატასტროფების და კატაკლიზმების რაოდენობას აუცილებლად გაზრდის.

კაცობრიობა სვლას კრიზისიდან კრიზისამდე კვლავ განაგრძობს, იმის ნაცვლად რომ ბოლოს დს ბოლოს მიხვდეს – ეკოლოგიური ნორმების იგნორირება მოკლევადიან სარგებელს,და გრძელვადიან, მათ შორის, ეკონომიკურ, კატასტროფას ნიშნავს.

კორონავირუსის პანდემია, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკა კრახის პირას მიიყვანა – ამის ნათელი მაგალითია.

ჩვენ ძველი შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ და ბუნების მიერ მორთმეული ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

https://commersant.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.