„პატიმრები კორონავირუსისგან ციხეებში უფრო დაცული იქნებიან…“ – რა ჩანაფიქრი აქვს და რას გვიპირებს ივანიშვილის ხელისუფლება?

ახალი კორონავირუსი ეპიდემიის გამო, საფრანგეთში 6 ათასზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს. მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19″ საფრანგეთში 48 პატიმარს დაუდასტურდა. გაერო სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს გაათავისუფლონ რისკის ჯგუფში შემავალი პატიმრები. საუბარია 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პატიმრებზე. აპირებს თუ არა საქართველო ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას?

საპარლამენტო უმრავლების წევრი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა არასწორი იქნებოდა. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის შემთხვევები საქართველოს საპატიმროებში ჯერ არ დაფიქსირებულა.

ფრანგული მედია იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი აპრილის მონაცემებით, საფრანგეთის 188 ციხეში 66 300-ზე მეტი მსჯავრდებული იმყოფებოდა, ახლა მათი რიცხვი თითქმის 10 პროცენტით შემცირდა.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებსაც სასჯელის ვადა ეწურებოდათ ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.

გასულ კვირას, გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტმა სახელმწიფოებს მოუწოდა გაათავისუფლონ ის პატიმრები, ვინც კორონავირუსისადმი მოწყვლად ჯგუფად ითვლება. მისივე თქმით, მთავრობებმა უნდა განიხილონ გზები, თუ როგორ შეიძლება იმ ადამიანების ციხეებიდან გათავისუფლება, ვინც რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან.

რევაზ არველაძე საქართველოში პატიმრების მასობრივი გათავისუფლების აუცილებლობას ვერ ხედავს. მისივე თქმით, პატიმრები ციხეში უფრო დაცულნი იქნებია, ვიდრე გარეთ.

„ზოგადად, არ მიმაჩნია სწორად. თვითონ პატიმრებიც მგონი იმ ადგილას უფრო უსაფრთხოდ იქნებიან, ვიდრე გარეთ. თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მან რაღაც შეღავათები ისედაც უნდა მიიღოს, მათ შორის გათავისუფლება.

„ამ შემთხვევაში არ ვიცი რითი იხელმძღვანელეს, საფრანგეთი იქნება თუ რომელიმე სხვა ქვეყანა, თუმცა, მიმაჩნია, რომ თვითონ პატიმრებისთვისაც უკეთესია იქ იყვნენ, სადაც არიან. მეორე ამბავია, თუ მათ პატიმრობის ვადა შეუმცირდებათ, მაგრამ მასობრივი გამოშვება არასწორია. მთავარი ის არის, რომ ციხეში არ მოხდეს ვირუსის „შეპარვა”, – აღნიშნა არველაძემ „რეზონანსთან”.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.