პერსონალური სანქციები საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ ოპოზიციაზე ძალადობისთვის – შესწორება საქართველოს შესახებ პროექტში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშში, შესაძლოა, შევიდეს შესწორება, სადაც საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესებაზეა საუბარი. სანქციები არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებასთან კავშირშია ნახსენები.

ანგარიშს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი დღეს, 13 ივლისს, უყრის კენჭს.

კერძოდ, შესწორება 53, რომელიც მომზადებულია ევროპარლამენტარების ანა ფოტიგას, ჰერმან ტერჩშის, კოსმა ზლოტოვსკის, იაჩეკ სარიუზ ვოლკის მიერ, შემდეგია:

“პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტის შეთანხმების კვლადაკვალ, გამოვხატავთ დიდ იმედს, რომ საარჩევნოდ პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზება მოხდება და კამპანია იქნება თავისუფალი ძალადობისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზებით გამოყენებისგან;  ხაზს ვუსვამთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებამ და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობამ შეიძლება მიგვიყვანოს პერსონალურ სანქციებამდე დამნაშავეებისა და იმ ოფიციალური პირების მიმართ, ვინც მათ აქეზებს”.

კენჭისყრისთვის დოკუმენტში სულ 165 შესწორება მომზადდა, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის და მედიის თავისუფლების შესახებ.

შესწორებების ნაწილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის სრულად შეთანხმებას ეხება. რამდენჯერმეა ნახსენები პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას სახელი და გვარიც.

 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.