პირველად მივუახლოვდით ნიშნულს, რომ შეიძლება დადგეს კითხვები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში – რაქვიაშვილი

უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა. 

რაქვიაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები პირველად მიუახლოვდა ნიშნულს, როცა შეიძლება ეს კავშირი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„ავხსნათ, რატომ არის ასეთი მნიშვნელობის აშშ-სთვის საქართველო? ამაზე პასუხია ქართველი ხალხის არჩევანი, რომელმაც თქვა, რომ არჩევანი არის დასავლეთი. 30 წლის განმავლობაში არ გადახრილა ეს ვექტორი და ასეთი პარტნიორები ბევრი არ არის, როცა არ ქანქარებს ქვეყანა. საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში არ ცვლის არჩევანს. ამას ემატება ისიც, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ასეთი პარტნიორი მნიშვნელოვანია. ეს შეთანხმება აშშ-ს არასდროს საფრთხისა და ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია. დღეს მივუახლოვდით პირველად იმ ნიშნულს, რომ შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნები. ამან გამოიწვია მწვავე რეაქცია აშშ-დან, წერილებიც ამის გამოძახილი იყო, შემდეგ დემარშადმოჰყვა უგულავას დაპატიმრება იმ დღეს, როცა ელჩს პირველი მიღება ჰქონდა”, – აცხადებს დავით რაქვიაშვილი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.