პირველი ქართული საეკლესიო ხელნაწერი პალესტინის საბაწმინდის ლავრაში

ქართულ საეკლესიო ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საბას ლავრას, უძველეს და უმნიშვნელოვანეს მონასტერს, რომელიც მდებარეობს პალესტინაში, იერუსალიმის სამხრეთ აღმოსავლეთით. სავანე დაარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ საბა განწმენდილმა, მეხუთე საუკუნის 80-იან წლებში. სწორედ ამ ლავრაში, რომელსაც ჩვენი წინაპრები საბაწმინდის ლავრად მოიხსენიებენ, შეიქმნა ქრისტიანული მწერლობის მრავალი ქართული ძეგლი.

საეკლესიო წყაროების მიხედვით, საბას ლავრა დაარსდა 483-484 წლებში სალ კლდეზე. 532 წელს ქართველები ისე მომრავლდნენ საბაწმინდაში, რომ საბას ანდერძის მიხედვთი, საბაწმინდის ლავრაში ქართველებს თავიანთი ეკლესია და გამოქვაბულიც ჰქონიათ. მე-9 საუკუნეში აქ მოღვაწეობდა ცნობილი საკლესიო მოღვაწე ილარიონ ქართველი, გიორგი თბილელი ავტორი ეფრემ ასურის “სწავლანის”, რომელიც ძველი ქართულის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. საბაწმინდის ლავრაში ასევე მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწერალი იოანე- ზოსიმე, რომლის კალამსაც ეკუთვნის “ქებაი და დიდება ქართული ენისაი”.

საბაწმინდის ლავრის საეკლესიო ძეგლებიდან ერთ-ერთი გამორჩეული არის 864 წელს შექმნილი მრავალთავი, რომელიც პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერია. მრავალთავი მაშინვე მოხვდა სინას მთაზე, რომელიც გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ მაკარ ლეთეთელმა შესწირა. ხელნაწერს სინური მრავალთავის სახელი მოიხსნებენ და დღესაც სინას მთაზეა დაცული. ასევე მნიშვნელდოვანი ხელნაწერია ჭილ-ეტრატის იადგარი, რომელიც მეცხრე საუკუნით თარიღდება.

მე-11 საუკუნეში არაბთა შემისევების გამო ქართველმა მწიგნობრებმა საბაწმინდის ლავრიდან სხვა მონასტრებს მიაშურეს და ხელნაწერებიც თან წაიღეს. საბაწმინდის ლავრის ხელნაწერების უმრავლესობა დღესაც სინას მთაზეა დაცული.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.