პოლიტოლოგები: ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩასაგდებად ემზადება – საზოგადოება მორიგი აფერის და გადაგდების მოლოდინში?

ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩასაგდებად ემზადება და ცდილობს ეს ოპოზიციას გადააბრალოს, – ასე აფასებენ პოლიტოლოგები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.

ექსპერტები დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მმართველი გუნდისადმი კრიტიკას და კიდევ უფრო მწვავე განცხადებებს ელოდებიან. აქედან გამომდინარე, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ „ქართულ ოცნებას“ რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულება მაინც მოუწევს.

დასავლელი პარტნიორების კიდევ უფრო გააქტიურებას აანონსებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი რუხაძე. მისი შეფასებით, მმართველ გუნდს რვა მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება მოუწევს.

რეაქცია დასავლელი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან მწვავე. ამ ყველაფერს ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში ასეთი მწვავე რეაქცია. მე იმედი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დათმობა და რვა მარტის შეთანხმების ორივე კომპონენტის შესრულება, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

პოლიტოლოგების შეფასებით, ხელისუფლებას ქვეყნის მმართველობაში კიდევ ერთი ვადით დარჩენა სურს და სასურველი საარჩევნო გარემოს შექმნას ყველანაირი მეთოდით ცდილობს.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტის ბათუ ქუთელიას განმარტებით, არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ წააგებს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი რვა მარტს შეთანხმებით დასრულდა. პროცესის ფასილიტატორების განმარტებით, მოლაპარაკება ორი ნაწილისგან შედგება – ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

“მთავარი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.