პოლიტოლოგი – “ოცნება” ორად გაიყოფა

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ “ოცნებაში” დაპირისპირება მომდევნო თვეებში უფრო მეტად იჩენს თავს და საბოლოოდ პარტიას სერიოზული ჯგუფი გამოეყოფა.

ის პრემიერ მინისტრის განცხადებასაც აფასებს და მიიჩნევს, რომ ის ისეთმა ადამიანმა უნდა შეცვალოს, ვინც მარტო განცხადებების გაკეთებით არ იქნება დაკავებული:

“მე ამას ველოდებოდი კიდეც და ვფიქრობ, მაისში და ივნისში თავს კიდევ უფრო იჩენს  შიდა დაპირისპირება. გედევან ფოფხაძე მიმაჩნია ერთ-ერთი ისეთ დეპუტატად, რომელიც მილიონების შოვნაზე არ ფიქრობს და წესიერი ადამიანია. იქ გამოეყოფა კიდევ რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც ჯერ-ჯერობით ჩუმად არიან, მაგრამ ისინიც ამოიღებენ ხმას. ბოლოს და ბოლოს მდუმარების ყინული გალღვება და ნაკადად დაიძვრება. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში “ქართულ ოცნებაში” მოხდება სერიოზული ჯგუფის ცალკე გამოყოფა, რადგან არ შეიძლება ყველაფრის მოთმენა”,-აცხადებს იგორ კვესელავა.

მისი თქმით, ამის პარალელურად აღმასრულებელ  ხელისუფლებაში  საკადრო ცვლილებებიც გარდაუდვალია.

“საჭიროა ქვეყანაში საკადრო ცვლილებები და ეს უნდა დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურით. ყველა საუბრობს იმაზე, რომ კვირიკაშვილი უნდა წავიდეს და რომ ის პრეზდენტადაა გამზადებული. ამ დროს კი პრემიერი გამოდის და ამბობს, თქვენ ნუ გეშიანათ, მე რამდენიმე წელი კიდევ ვიქნებიო. მას ურჩევნია გააკეთოს განცხადება, რომ მიდის ხელისუფლებიდან. მის ადგილზე უნდა მოვიდეს ადამიანი, რომელიც მხოლოდ განცხადებებს კი არ გააკეთებს, არამედ, ამას პრაქტიკად აქცევს”, – აცხადებს იგორ კვესელავა.

წყარო: guriismoambe.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.