პოლიციელები, რომლებმაც საბანაძის დავალებით და გომელაურის თანხმობით, გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს

ცნობილი ხდება იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებმაც მTავარი არხის ერთერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. 

ესენი არიან: პავლე მაჭარაშვილი, გიორგი კოღუაშვილი, ქართლოს ხუფენია, ბექა მახარაძე, გიგა დარსაველიძე, ზურაბ ბერუაშვილი და ლევან ადეიშვილი.

„ყველა უნდა იცნობდეს ამ შვიდეულს. იცნობდეს და ერიდებოდეს. მათ როგორც იკადრეს და ჩაუდეს იარაღი გიორგი რურუას, ისევე იკადრებენ და ჩაუდებენ ნებისმიერს“ – წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორის, გიორგი კაპანაძის თქმით, გიორგი რურუას იარაღი შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის დავალებით ჩაუდეს. 

„ეს ის პოლიციელები არიან, რომლებმაც სისტემის ჟანდარმის, შს მინისტრის პირველი მოდგილის, კახა საბანაძის უკანონო დავალება (რომელიც შეთანხმებული იყო გომელაურთან და ივანიშვილთან) შეასრულეს და მთავარი არხის დამფუძნებელს, გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს“, – აცხადებს გიორგი კაპანაძე. 

შეგახსენებთ რომ გიორგი რურუა, რომელიც მთავარი არხის დამფუძნებლის გარდა, აქციების ერთერთი მხარდამჭერი და დამფინანსებელია, მძღოლთან და დაცვის წევრთან ერთად გააჩერეს, პოლიციაში გადაიყვანეს და განუცხადეს რომ ჩხრეკისას იარაღი და მაყუჩი უპოვეს. 

საქმის გარემოებები: 

– არაღზე არ აღმოჩნდა გიორგი რურუას ანაბეჭდები. 

– რურუას ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა მეტალის კვალი. 

– ე.წ ამოღებული მაყუჩი არ მიდის ვითომდა ამოღებულ იარაღზე.

– რურუა გააჩერეს ისეთ ადგილას, სადაც არც ერთი გარე კამერა არ იყო დამონტაჟებული.

– პატრულის სამკერდე კამერაც რატომღაც “არ მუშაობდა”.

– ეს იმიტომ რომ არ ყოფილიყო კადრები – სად და როგორ ჩაუდეს იარაღი.

– ყველა დაკითხული სამოქალაქო მოწმე ამბობს რომ გიორგი რურუას იარაღი არ ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, მოსამართლე რომან ხორავამ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და რურუა ციხეში გაუშვა. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ლევან ქართველიშვილი

https://presa.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.