პოსტპანდემიური ეკონომიკის გადასარჩენად მთავრობის გეგმები ამ დრომდე უცნობია (ვიდეო)

პოსტპანდემიური

 ეკონომიკის გადასარჩენად მთავრობის გეგმები ამ დრომდე უცნობია. სპეციალისტების პროგნოზით, კორონავირუსმა შესაძლოა, ქვეყნის მოსახლეობაზე მეტად, ეროვნული ეკონომიკა აზარალოს. შედეგს კი თითოეული მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს.

ოპოზიცია კი მთავრობას სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებს. Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირების კომპლექსური, ანტი-კრიზისული გეგმა “ევროპულმა საქართველომ” წარადგინა. საპენსიო შენატანების დროებით შეჩერებისა და ერთჯერადი კომუნალური ვაუჩერის გაცემის გარდა, გეგმა რამდენიმე ახალ შეთავაზებას მოიცავს. მათ შორისაა, სახელფასო დანაკლისის ანაზღაურება შემდეგი 8 თვის განმავლობაში, ასევე, საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ერთჯერადად 200 ლარის გადაცემა. დღეს ანტიკრიზისულმა საბჭომ ამ ინიციატივების შეფასება არ ისურვა. 

ოპოზიციის გეგმა დღგ0ს გადასახადის ცვლილებასაც გულისხმობს. ასევე სთავაზობს ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან 200 მილიარდი დოლარი მოიზიდოს. ამის პარალელურად კი საბიუჯეტო ხარჯები შეამციროს. 

აპირებს თუ არა მთავრობა ამ გეგმის განხილვას უცნობია. ვირუსისგან მიყენებული ზარალის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლებს ამ თემაზე დღეს კომენტარები არ გაუკეთებიათ. 

ეკონომისტები კი ოპოზიციის ინიციატივებს ეთანხმებიან. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სწრაფი ზომების მიღება აუცილებელია. ეს ნაბიჯები კი ბიზნესს მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს, რაც ეკონომიკას სრული კოლაფს განიცდის. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.