პროცედურები გერმანიაში დასაქმების მსურველთათვის და ვის შეუძლია მიიღოს ევროკავშირის ლურჯი ბარათი

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება 1 მარტიდან იწყება. მათთვის, ვისაც სურს ამ შესაძლებლობის გამოყენება არსებობს წინაპირობები და პროცედურები, რომელთა შესახებაც „კომერსანტი“  საქართველოში გერმანიის საელჩოს დაუკავშირდა. საელჩოს ინფორმაციით, შეუზღუდავია მიმართულებები და პროფესიები, რაშიც დასაქმება ხელმისაწვდომია ამ პროგრამის ფარგლებში.

რა საბუთებია საჭირო გერმანიაში დასაქმებისთვის?

ვიზა

იმ ადამიანმა, ვისაც სპეციალისტად დასაქმება სურს გერმანიაში, უნდა მოითხოვოს ვიზა საელჩოში ან გენერალურ საკონსულოში. უმეტეს შემთხვევებში ვიზა გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ ამის თანხმობას გასცემს გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო.

ბინადრობის უფლება

მუშაობის დაწყებამდე მოქალაქეს ესაჭიროება ბინადრობისუფლება, რომელიც საქმიანობის განხორციელების ნებართვას გულისხმობს. თუ მოქალაქე უკვე ნამყოფია გერმანიაში, მაშინ საჭიროა ასევე მომავალ საცხოვრებელ ადგილზე არსებული უცხოელთა მომსახურების უწყების (Ausländerbehörde) თანხმობა. როგორც წესი, ამ თანხმობას ითხოვს  საელჩო. თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილებულია, მოქალაქე იღებს ჩვეულებრივ ექვსთვიანვიზას. ამ პერიოდის განმავლობაში გერმანიის უცხოელთა მომსახურების უწყებაში უნდა მოითხოვოს  ბინადრობის უფლება.

ვის შეუძლია დასაქმება გერმანიაში?

არსებობენ პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტები და აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტები. გერმანიაში საჭიროა გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების აღიარება. პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ გავლილი კვალიფიციური პროფესიული განათლების კურსი, რომელიც გერმანული კანონმდებლობის თანახმად, მინიმუმ ორი წელი უნდა გრძელდებოდეს. აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტებმა უნდა წარადგინონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. სპეციალისტებს შეუძლიათ მხოლოდ თავიანთი კვალიფიკაციის შესაბამის პროფესიაში დასაქმება.

რაწინაპირობებსუნდა ასრულებდეს სპეციალისტი?

სპეციალისტს, შეუძლია მიიღოს სამუშაო ვიზა:

  • თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაცია აღიარებულ იქნა.
  • თუ მოქალაქემ მიიღო კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება. ამ შემთხვევაში მომავალმა დამსაქმებელმა უნდა შეავსოს ფორმა  – „განცხადება შრომითი ურთიერთობის შესახებ“ (Erklärung zum Beschäftigungsverhältnis**);
  • თუ მოქალაქემ მიიღო პროფესიის განხორციელების ნებართვა (ან დაგიდასტურეს, რომ ამ ნებართვას გასცემენ), და სურს ე.წ. რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა (მაგ. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში);
  • თუ მოქალაქე ასრულებს უცხოელთა შესახებ კანონის ზოგად წინაპირობებს, მაგ. მოქმედი პასპორტი, ცხოვრების ხარჯების უზრუნველყოფა და ა.შ.

განაცხადი ვიზისმიღებაზემხოლოდმაშინუნდაგაკეთდეს, თუ მოქალაქეყველაწინაპირობასასრულებს დაშეუძლიასაბუთებისსრულყოფილადწარმოდგენათუგერმანიისფარგლებსგარეთმიღებულიკვალიფიკაციაჯერარარისაღიარებული,  სავიზოგანაცხადივერგანიხილება.

თუპროფესიულიანუმაღლესიგანათლებაგერმანიაშიმიიღო მოქალაქემ, მაშინაღიარებაარარისსაჭიროგერმანიისფარგლებსგარეთმიღებულიკვალიფიკაციისაღიარებასსხვადასხვაუწყებებიახორციელებენ.

რა არის ევროკავშირის ლურჯი ბარათი და ვის შეუძლია მისი აღება?

თუ მოქალაქე აკმაყოფილებს სპეციალისტის წინაპირობებს, შეუძლია მოითხოვოს ევროკავშირის ლურჯი ბარათი, თუ…

  • დასაქმებულს აქვს მინიმუმ ერთწლიანი კონკრეტული სამუშაო ადგილის შემოთავაზება,
  • სამუშაო ადგილი შეესაბამება  კვალიფიკაციას.
  • წლიური სრული ხელფასის სახით მიიღებს მინიმუმ 55.200 ეროს.
  • ამ შემთხვევაში არ არის საჭირო გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობა.

გარკვეული პროფესიებისთვის  (ექიმებისთვის, საინჟინრო სფეროს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის) საკმარისია წლიური სრული ხელფასი 43.056 ევროს ოდენობით, თუ გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო გასცემს თანხმობას.

გამორიცხულიასაქმიანობადამხმარედანშეგირდად.

დაგეგმილსაქმიანობასთანგერმანიისფარგლებსგარეთმიღებულიკვალიფიკაციისშესაბამისობასამოწმებსგერმანიისშრომისფედერალურისააგენტო.

მათთვის, ვინც ოჯახთან ერთად მიემგზავრება

სპეციალისტის მეუღლეს და ასევე მის არასრულწლოვან შვილებს შეუძლიათ ვიზის მოთხოვნა ოჯახის წევრთან საცხოვრებლად გადასვლის მიზნით. სავიზო განაცხადის შეტანა მათ შეუძლიათ მაშინაც, როდესაც სპეციალისტი თავის ვიზაზე გააკეთებს განაცხადს. ვიზის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი საცხოვრებელი ხარჯები და საკმარისი საცხოვრებელი ფართი მთელი ოჯახისთვის გერმანიის სახელმწიფოს დახმარების გარეშე.  მეუღლემ უნდა შეისწავლოს ენა გერმანიაში გამგზავრებამდე და სავიზო განაცხადის შემოტანისას ყველაზე დაბალი A1 დონის სერთიფიკატი უნდა წარმოადგინოს.

თუ მოქალაქემ  დამსაქმებელი ვერ იპოვა

სპეციალისტს, შეუძლია მოითხოვოს მაქსიმუმ ექვსთვიანი ვიზა იმ სამუშაო ადგილის მოძიების მიზნით, რომლის კვალიფიკაციაც გააჩნია, თუ თქვენი კვალიფიკაცია აღიარებულია. პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებმა უნდა დაადასტურონ გერმანული ენის იმ დონეზე ცოდნა, რომელიც საჭიროა დაგეგმილი საქმიანობისთვის (როგორც წესი B1-დონე). 

ამ ვიზით შესაძლებლობა ექნება მსურველს გამოსაცდელი საქმიანობის განხორციელება კვირაში მაქსიმუმ 10 საათის განმავლობაში.ასეთი ვიზიტის დროს არ არის გათვალისწინებული ოჯახის წაყვანა.

თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული განათლება არ არის აღიარებული..

იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ თქვენ მიღებული პროფესიული განათლება სრულად არ აღიარეს და გამოვლინდა ნაკლი გერმანიაში არსებულ შესაბამის პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში, მსურველს აქვს შესაძლებლობა, გერმანიაში მონაწილეობა მიიღოს  საკვალიფიკაციო ღონისძიებებში, რის შედეგადაც მოხდება  მიღებული განათლების აღიარება. ასეთი ღონისძიებებისთვის გერმანიაში ყოფნა შესაძლებელია 18 თვის განმავლობაში, მაქსიმუმ ორ წლამდე გაგრძელების პერსპექტივით. აღნიშნულის წინაპირობა როგორც წესი არის გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ A2-დონეზე. მიიღოთ საკვალიფიკაციო ღონისძიებებში მონაწილეობის პარალელურად შესაძლებელია მუშაობა გარკვეული შეზღუდვებით.

დეტალური ინფორმაცია გერმანიაში დასაქმების მსურველთათვის და რეგლამენტირებული პროფესიების შესახებ გერმანიის საელჩოს ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

 მარიამ მორგოშია

commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.