პუტინის მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვებს შორის “საქართველოც” არის

გერმანულმა პროექტმა  DEKODER – მა მოამზადა გრაფიკი სადაც ნაჩვენებია თუ რა სიტყვები აქვს  ვლადიმერ პუტინს გამოყენებული,რუსეთის მმართველობის უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. ინტერაქციულ გრაფიკი მოიცავს 2000 წლიდან 2019 წლამდე ნათქვამ სიტყვებს სხვადასხვა   კონტექსტში. სწორედ ამ სიტყვებს შორისაა ყველაზე ხშირად ნათქვამი : “საქართველო” და “ყირიმი”.

გრაფიკი არის აგებული 10 000-ზე მეტი სტენოგრამის საფუზველზე,რომელიც kremlin.ru-ზე  2000 წლის 1 იანვრიდან 2019 წლამდე ქვეყნდებოდა.

ვლადიმერ პუტინმა სიტყვა “საქართველო”  ყველაზე ხშირად 2002- 2008 წელს ახსენა.

2002 წელს  გრაფიკის მიხედვით, რუსეთის ლიდერის მიერ წარმოთქმული 100 000-სიტყვიდან, მან საქართველო 65-ჯერ ისაუბრა ხოლო 2008 წელს  153-ჯერ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.