ოთხშაბათი, იანვარი 20, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე მეცნიერება

რადიკალური ჰიპოთეზის მიხედვით, მეცხრე პლანეტა შეიძლება შავი ხვრელი იყოს და არსებობს მისი დაფიქსირების მეთოდიც

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2020/07/20
in მეცნიერება, ყველა სიახლე
25 0
0
რადიკალური ჰიპოთეზის მიხედვით, მეცხრე პლანეტა შეიძლება შავი ხვრელი იყოს და არსებობს მისი დაფიქსირების მეთოდიც
101
ნახვა
Share

რას იტყვით კომეტების მჭამელ, პლანეტის მასის შავ ხვრელზე? მისი არსებობა სრულიად შესაძლებელია. თუკი მზის სისტემის გარე ნაწილში ასეთი ობიექტი არსებობს, ორი მკვლევარი ფიქრობს, რომ იციან, როგორ იპოვონ.

თუ მათ ეს მართლაც შეძლეს, ჰიპოთეტური მეცხრე პლანეტის საკითხიც საბოლოოდ გადაწყდება.

რა არის შავი ხვრელი - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
მსგავსი: რა არის შავი ხვრელი – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ეს მკვლევრები გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების პროფესორი ავი ლოები და ჰარვარდის სტუდენტი ამირ სირაჯი. მათი კვლევა The Astrophysical Journal Letters-მა გამოსაქვეყნებლად დაამტკიცა.

ნეპტუნის ორბიტის გადაღმა, კოიპერის სარტყლის ობიექტთა გროვაზე გრავიტაციულ გავლენას ახდენს რაღაც ობიექტი, რომელსაც ამისათვის საკმარისი მასა აქვს. ამის ერთ-ერთი ახსნაა მეცხრე პლანეტის ჰიპოთეზა. თუმცა, ამ პლანეტის პოვნა თითქმის შეუძლებელი ამოცანაა და მისი არსებობაც ჰიპოთეტური რჩება.

მკვლევართა სხვადასხვა ჯგუფს კოიპერის სარტყლის ობიექტთა უცნაური ორბიტების რამდენიმე ახსნა აქვთ. ერთი მათგანია ყინულოვან ობიექტთა დისკო; ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ამის მიზეზი თავად ამ ობიექტთა კოლექტიური მასა უნდა იყოს.

თუმცა, ჩნდება კიდევ ერთი პოტენციური ახსნა.

ახალ პუბლიკაციაში, მკვლევართა წყვილი ვარაუდობს, რომ ამ რეგიონში შეიძლება იმალებოდეს პირველყოფილი შავი ხვრელი.

ხშირად გვესმის ვარსკვლავურ შავ ხვრელთა შესახებ. ისინი წარმოქმნილია მასიურ ვარსკვლავთა სიცოცხლის მიწურულს, მათი გრავიტაციული კოლაფსის შედეგად. ასევე ხშირად გაიგებთ სუპერმასიურ შავ ხვრელთა შესახებ, რომლებიც გალაქტიკათა უმეტესობის შუაგულში არიან გაწოლილი.

იდუმალი მეცხრე პლანეტა სინამდვილეში შეიძლება, ბოულინგის ბურთის ზომის შავი ხვრელი იყოს - ახალი კვლევა
მსგავსი: იდუმალი მეცხრე პლანეტა სინამდვილეში შეიძლება, ბოულინგის ბურთის ზომის შავი ხვრელი იყოს – ახალი კვლევა

ამ გიგანტურ შავ ხვრელთა მასა ჩვენი მზისაზე შეიძლება მილიარდობით მეტი იყოს.

თუმცა, პირველყოფილი შავი ხვრელები გაცილებით პატარაა. ჰიპოთეტურად, ისინი დიდი აფეთქების შემდეგ სიმკვრივის რყევათა შედეგად წარმოიქმნენ. დაიბადნენ რაიმე სახის წინაპარი ვარსკვლავის გარეშე.

ლოები და სირაჯი პირველები არ არიან, რომლებიც კოიპერის სარტყლის ობიექტთა ორბიტების უცნაურობის მიზეზად პირვლყოფილ შავ ხვრელს გვთავაზობენ. თუმცა, ისინი ფიქრობენ, რომ იციან, როგორ იპოვონ არსებობის შემთხვევაში ის იქ.

ამისათვის საჭიროა მასზე დაკვირვება რაიმე ობიექტის, მაგალითად, კომეტის შთანთქმის დროს.

„შავი ხვრელის მისადგომებში, მასთან მიახლოებისას პატარა სხეულები გადნებიან ვარსკვლავთშორისი სივრციდან შავ ხვრელში ჩამავალი გაზის ფონური აკრეციის დროს გამოყოფილი სიცხით. გადნობის შემდეგ, პატარა სხეულებს შავი ხვრელი გრავიტაციულად ანადგურებს, რასაც შემდეგ მისი შთანთქმა მოსდევს“, — ამბობს სირაჯი პრესრელიზში.

მზის სისტემის გარე ნაწილში ყველაფერი საკმაოდ უცნაურია და ამის მიზეზი, სავარაუდოდ გაირკვა — #1TVმეცნიერება
მსგავსი: მზის სისტემის გარე ნაწილში ყველაფერი საკმაოდ უცნაურია და ამის მიზეზი, სავარაუდოდ გაირკვა — #1TVმეცნიერება

ავი ლოები იქვე დასძენს, რომ შავ ხვრელთა წარმოუდგენელი სიბნელის გამო, ამ წყვდიადი გარემოს ხილვის ერთადერთი გზაა რადიაცია, რომელსაც მატერია შავი ხვრელის ხახისკენ მიმავალ გზაზე გამოყოფს.

„დავადგინეთ, რომ თუ ე. წ. მეცხრე პლანეტა სინამდვილეში შავი ხვრელია, მისი არსებობა შეიძლება დავადასტუროთ პროგრამა LSST-ით (Legacy Survey of Space and Time), აკრეციის უცაბედი ანთებებით, რაც ოორტის ღრუბლის მცირე ობიექტთა შთანთქმის შედეგად უნდა წარმოიქმნებოდეს; ამის დაფიქსირება წელიწადში სულ მცირე რამდენჯერმე უნდა იყოს შესაძლებელი“, — წერენ ავტორები.

მაგრამ როგორ უნდა დააკვირდე, თუ არ იცი, სად არის ის?

ეს უკვე ვერა რუბინის ობსერვატორიის და მისი პროგრამა LSST-ის საქმეა.

LSST არის 10-წლიანი მისია, რომლის მიზანია სამხრეთის ცის რუკის შექმნა მრავალჯერადი დაკვირვებებით. ფართო ხედვის ლინზით, ტელესკოპი ყოველ მესამე ღამეს დაასკანირებს მთლიან სამხრეთის ცას. მისი დაკვირვებების მიზანია მთელ რიგ ასტრონომიულ, ასტროფიზიკურ და კოსმოლოგიურ კითხვებზე პასუხის გაცემა.

მეცხრე პლანეტის რეალურობას ახალი მტკიცებულებები ემატება - სად იმალება გიგანტური პლანეტა
მსგავსი: მეცხრე პლანეტის რეალურობას ახალი მტკიცებულებები ემატება – სად იმალება გიგანტური პლანეტა

თუმცა, პროგრამა ასევე ხელსაყრელია გარდამავალ მოვლენებზე დაკვირვებისთვის, მაგალითად, სუპერნოვებზე, პოტენციურად საფრთხის შემცველ ობიექტებზე და შავი ხვრელებიდან მომდინარე ანთებებზეც კი, როდესაც ისინი კომეტებს ან სხვა მატერიას შთანთქავენ.

„LSST-ს ხედვის ფართო ველი აქვს, გამუდმებით ფარავს მთლიან ცას და ეძებს გარდამავალ ანთებებს. ცნობილ სამიზნეთათვის სხვა ტელესკოპებიც კარგია, მაგრამ საქმე ის არის, რომ არ ვიცით, სად ვეძებოთ მეცხრე პლანეტა. ვიცით მხოლოდ ის ფართო რეგიონი, რომელშიც ის შეიძლება იმალებოდეს“, — ამბობს ავი ლოები.

სირაჯი კი განმარტავს, რომ უკიდურესად ღირებულია LSST-ის მიერ ცის კვირაში ორჯერ სკანირების უნარი; ამავე დროს, მისი უპრეცედენტო სიღრმე საშუალებას მოგვცემს დავაფიქსიროთ შედარებით მცირე იმპაქტორებით გამოწვეული ანთებები, რომლებიც მოზრდილებზე უფრო ხშირია.

ვერა რუბინის ობსერვატორიას ამ ანთებათა ავტომატურად დაფიქსირების უნარი ექნება. ამასობაში კი სხვა ტელესკოპებმა უნდა გვითხრან, სად ვეძებოთ. ლოების თქმით, ამ მეთოდით შეიძლება დავაფიქსიროთ ან გამოვრიცხოთ მზიდან ასობით ათასი ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, ოორტის ღრუბლის კიდეზე ჩაჭედილი, პლანეტის მასის შავი ხვრელის არსებობა.

ნასას ტელესკოპმა TESS-მა მეცხრე პლანეტა შეიძლება უკვე იპოვა
მსგავსი: ნასას ტელესკოპმა TESS-მა მეცხრე პლანეტა შეიძლება უკვე იპოვა

მეცნიერებს აინტერსებთ ისიც, შეიძლება თუ არა, რომ ბნელი მატერიის კანდიდატი სწორედ პირველყოფილი შავი ხვრელები იყოს. LSST-ის დაკვირვებებს აქვს ასეთი ობიექტების არსებობის დადასტურების ან მათი გამორიცხვის უნარი. ამას კი გავლენა ექნება ბნელი მატერია/შავი ხვრელის საკითხზე.

თუ მზის სისტემის გარე ნაწილში მართლაც იმალება შავი ხვრელი, ის მასიური, მაგრამ ერთი ციცქნა უნდა იყოს. მისი დაფიქსირების ერთადერთი გზა კი ანთებებია.

„მზის სისტემის გარე ნაწილის ობიექტთა ანომალიური ორბიტების ასახსნელად რამდენიმე ალტერნატიული მოსაზრებაა. ერთ-ერთი იდეის მიხედვით, მეცხრე პლანეტა სინამდვილეში შეიძლება იყოს გრეიფრუტის ზომის შავი ხვრელი, რომლის მასაც დედამიწისას 5-10-ჯერ აჭარბებს“, — ამბობს სირაჯი.

უცნობია, რამდენად ხშირად უნდა ხდებოდეს ამ ციცქნა შავ ხვრელთა ანთება, მაგრამ ტელესკოპ LSST-ის მთელი მშვენება ის არის, რომ ანთებათა დასანახად არ საჭიროებს რომელიმე რეგიონზე ფოკუსირებას. ის მთლიან სამხრეთ ნახევარსფეროს უყურებს და შენიშნავს ყველაფერს, რაც იქ მოხდება.

მეცხრე პლანეტის ნაცვლად, მზის სისტემის გარე ნაწილში შესაძლოა, რაღაც იდუმალი იმალება - ახალი კვლევა
მსგავსი: მეცხრე პლანეტის ნაცვლად, მზის სისტემის გარე ნაწილში შესაძლოა, რაღაც იდუმალი იმალება – ახალი კვლევა

ანთებებზე მრავალჯერ დაკვირვება მეცნიერებს მისი მაჩვენებლის განსაზღვრის საშუალებასაც მისცემს. უკეთეს შემთხვევაში კი, ისინი მისი ორბიტის დადგენასაც შეძლებენ.

თუ აღმოჩნდა, რომ აქ, მზის სისტემაში მართლაც იმალება პირველყოფილი შავი ხვრელი, ეს ნამდვილი შოკი იქნება ჩვენს წარმოდგენაზე მრავალი რამის შესახებ. დაუყოვნებლივ გააჩენს უამრავ კითხვას. ალბათ მის შესასწავლად მისიაც გაიგზავნება.

„მაშინვე გაჩნდება კითხვები — რატომ არის ის იქ? როგორ შეიძინა ამჟამინდელი მახასიათებლები? გადაწყვიტა თუ არა მზის სისტემის ისტორია? არის თუ არა იქ მისი მსგავსი სხვა ობიექტიც?“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ავი ლოები.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება, მანამდე კი ხელიმსაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.org.

მომზადებულია harvard.edu-სა და Universe Today-ს მიხედვით.

 


ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

RelatedPosts

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი
პოლიტიკა

იპოდრომის აქცია გაჩეჩილაძეებმა ტელევიზიის სანაცვლოდ დაშალეს – ფარული მოლაპარაკებები შავნაბადაზე

ავტორი ვაკო კუპრაშვილი
იანვარი 19, 2021
0
140

გია გაჩეჩილაძემ სინდისს უღალატა, თან ზუსტად მაშინ, როცა საპირისპიროს იპოდრომის აქციის მონაწილეებს უმტკიცებდა. ნაცნობი პოლიტიკის უცნობი პოლიტიკოსის აღიარება დაგვიანებული აღმოჩნდა,...

წაიკითხე მეტი
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

პასუხის პასუხი – რუსეთის საპატრიარქო იმუქრება

იანვარი 19, 2021
138
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იანვარი 19, 2021
116
როგორ აღმოაჩინეს ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი – რეალური ისტორია

როგორ აღმოაჩინეს ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი – რეალური ისტორია

იანვარი 19, 2021
119
“მარტო მანქანა კი არაა გაცვეთილი, მეც დავბერდი და მკურნალობა მჭირდება…” – მეუფე ნიკოლოზი

“მარტო მანქანა კი არაა გაცვეთილი, მეც დავბერდი და მკურნალობა მჭირდება…” – მეუფე ნიკოლოზი

იანვარი 19, 2021
128
  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

დეკემბერი 18, 2020
ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

დეკემბერი 14, 2020
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

დეკემბერი 12, 2020
მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

დეკემბერი 12, 2020

They Spoke In Monosyllables And Short Jerky

0

The Hottest month in the Sahara desert

0

Nor Would Difference of Country Make Very Essential Difference

0

It was going to be a lonely trip back

0
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იპოდრომის აქცია გაჩეჩილაძეებმა ტელევიზიის სანაცვლოდ დაშალეს – ფარული მოლაპარაკებები შავნაბადაზე

იანვარი 19, 2021
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

პასუხის პასუხი – რუსეთის საპატრიარქო იმუქრება

იანვარი 19, 2021
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იანვარი 19, 2021
როგორ აღმოაჩინეს ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი – რეალური ისტორია

როგორ აღმოაჩინეს ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი – რეალური ისტორია

იანვარი 19, 2021


Recent News

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იპოდრომის აქცია გაჩეჩილაძეებმა ტელევიზიის სანაცვლოდ დაშალეს – ფარული მოლაპარაკებები შავნაბადაზე

იანვარი 19, 2021
140
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

პასუხის პასუხი – რუსეთის საპატრიარქო იმუქრება

იანვარი 19, 2021
138
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იანვარი 19, 2021
116
როგორ აღმოაჩინეს ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი – რეალური ისტორია

როგორ აღმოაჩინეს ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი – რეალური ისტორია

იანვარი 19, 2021
119

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

Browse by Category

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იპოდრომის აქცია გაჩეჩილაძეებმა ტელევიზიის სანაცვლოდ დაშალეს – ფარული მოლაპარაკებები შავნაბადაზე

იანვარი 19, 2021
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

პასუხის პასუხი – რუსეთის საპატრიარქო იმუქრება

იანვარი 19, 2021


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist