რამდენი იქნება სალომე ზურაბიშვილის ხელფასი

რამდენი იქნება სალომე ზურაბიშვილის ხელფასი

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მსგავ­სად, ყო­ველ­თვი­უ­რად 6 900 ლარი იქ­ნე­ბა. ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს ოდე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სით მე-9 ად­გილ­ზეა.

“პრე­ზი­დენ­ტის შემ­ცი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხზე არ იმოქ­მე­დებს. ზო­გა­დად, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხი მო­წეს­რიგ­და კა­ნო­ნით, რო­მე­ლიც იან­ვარ­ში ამოქ­მედ­და. ეს კა­ნო­ნი არ გუ­ლის­ხმობს პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს ცვლი­ლე­ბას, ანუ იგი­ვე სარ­გო აქვს, რაც აქამ­დე ჰქონ­და. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, არა­ნა­ი­რად არ გუ­ლის­ხმობს პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის ხელ­ფა­სის ცვლი­ლე­ბას” – გა­ნა­ცხა­და “ამბებთან” სა­უ­ბარ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გი­ორ­გი კა­ხი­ან­მა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.