რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება “ჭკუით მოქცევა”

 
  • რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე?
  • რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში?
  • არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია?
  • აქვს თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სიმშვიდის საფუძველი?

საქართველოსთვის ფრიად უსიამოვნო პროცესი წინ მიიწევს ამერიკის კონგრესში: წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტში 6 ივლისს დამტკიცებული საბიუჯეტო კანონპროექტი 9 ივლისს უკვე ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა და განმარტებებისთვის ანგარიშიც დაურთო.

  • კანონპროექტის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა არ გაიცეს – საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შესახებ სახელმწიფო მდივნის დადებითი შეფასებების გარეშე;
  • თანდართული ანგარიშის ტექსტში კი დაზუსტებულია შესაფასებელი კრიტერიუმები და მაგალითად: საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი განხორციელება; სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პატივისცემა; ოპონენტებისა და მედიის უფლებების ხელშეუხებლობა თუ ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენების შეზღუდვა მთავრობის საქმიანობაზე.

კანონპროექტზე მსჯელობა გაგრძელდება და საბოლოო დასტური მან კონგრესისგან უნდა მიიღოს.

radiotavisupleba.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.