რატომ არ ჩანს ივანიშვილი მაშინ, როცა სააკაშვილი მომენტს არ უშვებს, ხალხს დაენახოს, დაეკონტაქტოს და დაეხმაროს

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების ფონზე ოპოზიციონერი ლიდერების და საზოგადოების ნაწილის მხრიდან ისმის კითხვა, სად არის პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი? – კითხვას უსაფუძვლოს უწოდებენ უმრავლესობაში და აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის კორონავირუსის გამოწვევების დაძლევის ღონისძიებების დაგეგმვაშიც.

ფონდმა „ქართუმ” 13 მარტს განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში მზადაა, საჭიროების და დანაკლისის შემთხვევაში სახელმწიფოს ფინანსურად დაეხმაროს. ფონდის განცხადება მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა:

„ქართუ ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ განცხადებიდან თითქმის ორი კვირის თავზე, რეალური შედეგი ამ ეტაპზე არ ჩანს, მეტიც, უმრავლესობის ლიდერი ტელეეკრანებთან არც გამოჩენილა. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ იმის შესახებ, რომ კრიზისულ ვითარებაში მოსახელობისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერის და თანადგომის გამოცხადება.

ამის ფონზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელით, მისი მხარდამჭერები ქვეყანაში პირბადეებსა და ანტისეპტიკურ ხსნარებს არიგებენ.

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.