რატომ გადაიმტერა ერდოღანმა მთელი ქრისტიანული სამყარო – ვინ აკრიტიკებს და ემუქრება თურქეთის ლიდერს

საერთაშორისო ორაგნიზაციები და პოლიტიკოსები თურქეთს მოუწოდებენ და მკაცრად აფრთხილებენ, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ესბრძანება 10 ივლისს გასცა, მას შემდეგ, რაც თურქეთის სასამართლომ მე-6 საუკუნის ბიზანტიურ ტაძარს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოში ყველა მაღალი შენობა იყო, მუზეუმის სტატუსი გაუუქმა.

აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლის ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე საბერძნეთია. ამ ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერის სტელიოს პეტსასის განცხადებით „ამ თვეში აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება იქნება ძალიან დიდი ემოციური შეჯახება ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის”

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა შეეჩერებინა გადაწვეყილების მიღება. პომპეოს თქმით „აია-სოფია არის ხიდი განსხვავებულ რწმენებს, ტრადიციებს და კულტურებს შორის”.

შტატების დეპარტამენტმა პარასკევს თქვა, რომ ერდოღანის გადაწყვეტილება დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა მათთვის.

ამ საკითხზე მკაცრი განცხადება ამერიკის სენატმაც გააკეთა. ორი სენატორი, ჯეიმს რიში და ბობ მენენდეზი, კიდევ უფრო შორს წავიდა და ანკარას ეს ნაბიჯი ქრისტიანების შეურაცხყოფად მიიჩნიეს.

„ერდოღანმა ამ ნაბიჯით, ღრმა შეურაცხყოფა მიაყენა მთელ მსოფლიოში ქრისტიანებს, რომლებიც აია-სოფიას უყურებენ, როგორც ნათელ შუქს”, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

ევროკავშირი, როგორც მას ჩვევია, უფრო მოკრძალებული იყო და იმით სემოიფარგლა, რომ ამ გადაწყვეტილებას „სამწუხარო” უწოდა.

რაც შეეხება იუნესკოს, ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო. მათი თქმით ეს საკითხი თურქულ მხარეს ჯერ ორგანიზაციასთან უნდა განეხილა. ნაგებობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ერდოღანის ბრძანებამდე ცოტა ხნით ადრე იუნესკოს წარმომადგენელმა „როიტერზთან” საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ორგანიზაციას წინასწარ უნდა ეცნობოს.

„ნებისმიერი შესწორების შესახებ სახელმწიფომ წინასწარ უნდა აცნობოს იუნესკოს, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა განიხილოს. მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, დაიწყონს დიალოგი ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელმაც შესაძლოა, ძაგლის უნივერსალური ღირებულება გაანადგუროს”, – აცხადებდნენ იუნესკოში.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა თურქეთი გააფრთხილა, რომ „იგი, ამ ამბის შემდგ, მთელი მსოფლიოს თვალში იქნება რელიგიური წონასწორობის დამრღვევი”. ახალი ამბების სააგენტო ტასთან მიცემულ ინტერვიუში მან ასევე დასძინა, რომ „ანკარა დაკარგავს რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშის სტატუსს, რაც ძალიან ცუდია”.

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის შეფასებით, კოსაჩოვის კომენტარები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შენიშვნა.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ განცხადება გაავრცელა ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ. ორგანიზაცია, მოუწოდებს თურქეთს შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება.

„აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილებით თქვენ თურქეთის გახსნილობის სიმბოლოს, გარიყულობისა და დაყოფის სიმბოლოდ აქცევთ,” – ნათქვამია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წერილში, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრია 350 ქრისტიანული ეკლესია 500 მილიონზე მეტი ქრისტიანით.

ერდოღანის განცხადებით, მეჩეთი მორწმუნეებისთვის 24 ივლისს გაიხსნება.

„ყველას ვურჩევ პატივი სცეს ჩემი ქვეყნის სასამართლოს და აღმასრულებელი ორგანოების მიერ აია-სოფიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ ნებისმიერ მოსაზრებას მივიღებთ, მაგრამ არა ისეთს, რომელიც ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს”, – განაცხადა ერდოღანმა.

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, მათ მიერ 9 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარის სურვილია აია-სოფია კვლავ ნეიტრალურ მუზეუმად დარჩეს.

„ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება. პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად” – ვკითხულობთ განცხადებაში.

აია-სოფია ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ძეგლია. რომლისთვისაც სტატუსის შეცვლის საკითხი არაერთხელ ყოფილა განხილვი საგანი, თუმცა, ახლა ის განსაკუთრებით აქტუალურია. ეროღანს არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ტაძრის მუზეუმად გადაკეთება „ძალიან დიდი შეცდომა” იყო. თურქეთის ოპოზიციური პარტიების შეფასებით, ერდოღანი ცდილობს „ხელოვნური კრიზისის გაღვივებას”, რათა ამით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები გადაფაროს. ისინი ერდოღანს პოპულიზმსა და მანიპულაციებშიც ადანაშაულებენ. მათი აზრით, ერდორანი ცდილობს მოსახლეობის თვალში უპირატესობა მოიპოვოს მომავალი არჩევნებისთვის.

გარდა ამისა, ერდოღანის ეს გადაწყვეტილება აღიქმება, როგორც საფრთხე თურქეთის ევროპული განვითარებისთვის.

ტაძრის აშენების ბრძანება ბიზანტიის იმპერატორმა იუსიანიანე I-მა 532 წელს გასცა. იგი 9 საუკუნის მანძილზე იყო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი საპატრიარქოს ცენტრი. 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, აია-სოფია მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წლიდან კი მუზეუმის სტატუსს ატარებდა.

მარიამ ნებულიშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.