რატომ გახშირდა ფრინველის დაცემა შავი ზღვის სანაპიროზე? (ფოტოკოლაჟი)

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე

სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში დაავადებების მნიშვნელოვანი ნაწილის გავრცელება და განსაკუთრებით ვირუსულის პირდაპირ კავშირშია  დაბინძურებული კერების ზრდასთან, ხოლო მათი წარმოშობის მიზეზად მიიჩნევენ სამყაროში მკვეთრ ეკოლოგიურ ცვლილებებს, რომელიც ყველაზე მტკივნეულად და აშკარად აისახება ოკეანეების და ზღვის სასიცოცხლო გარემოზე, მაგალითად  ტოქსიკურ ნივთიერებათა მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით თევზის ქვირითი და მოზარდი გამოირჩევა, ასევე გადამფრენი ფრინველები, რომლებიც არსებულ გარემოსთან ნაკლებად ადაპტირებულები არიან, ასეთებათ შეიძლება მივიჩნიოთ საშუალო ბატისანი. ეს ფრინველი გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდ. ამერიკაში.

საქართველოს ფარგლებში საშუალო ბატისანი მოიპოვება როგორც მოზამთრე ფრინველი. მეტი რაოდენობით გვხდება მიმოფრენის პერიოდში. საშუალო ბატისანი ბინადრობს ტბების და ზღვების სანაპიროებზე. მათ ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, მატლები და მცირე ზომის თევზები. ამდენად, ჩვენს შემთხვევაში, ეს ფრინველი შეიძლება მივიჩნიოთ იმ ინდიკატორად რომლის დახმარებითაც შეგვიძლია გამოვავლინოთ შავი ზღვის დაბინძურების ზრდის ხარისხი (იკვებება თევზით, იზამთრებს შავი ზღვის სანაპიროზე).

შავი ზღვის ეკოლოგიის საკითხს რამდენიმე ინტერვიუ მივუძღვენი, სადაც დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროდ მივიჩნიე სოხუმთან არსებული ეშერის ლაბორატორია, აფხაზეთში არსებული რუსეთის უკანონოდ განლაგებული სამხედრო ბაზები; ინტერვიუებში იმასაც აღვნიშნავდი, რომ ეს გარემოება უნდა გახდეს ევროკავშირის განხილვის საკითხი, რამეთუ შავი ზღვა მარტო საქართველოს არ ესაზღვრება და შავი ზღვის დაბინძურების ძირითადი წყაროებია ის ქიმიური ნარჩენები (თხევადი ფორმით) და პლასტმასები რომლის უდიდესი ნაწილი ამ რუსეთის სამხედრო ბაზებიდან ხვდება შავ ზღვაში და ძირითადად აწყდება აჭარის და თურქეთის ზღვის სანაპიროებს. ჩვენს მიერ ამ საკითხის ევროკავშირში წარდგენას არა მხოლოდ მორალური ვალდებულება გვაკისრებს, არამედ ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ ევროკავშირის დოკუმენტზე ხელმოწერით, სახელდობრ:

2019 წლის მარტში, ევროპარლამენტმა მიიღო კანონი და, როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენ ამ კანონს მივუერთდით, რომელიც ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის თეფშების, დანა-ჩანგლის  და ა. შ. წარმოებას კრძალავს. მსგავსი პროდუქტები ევროკავშირში 2021 წლიდან აიკრძალება. ამავდროულად, დაწესდა გადამუშავების ახალი მიზანი (2029 წლამდე პლასტმასის ბოთლების 90%-ის შეგროვება) და მწარმოებელთა გაზრდილი პასუხისმგებლობა. საგულისხმოა ისიც, რომ 2016 წელს საქართველოს მთავრობამ 2016-2030 წლბის ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ეს დოკუმენტი ზოგიერთი ტიპის ნარჩენის გადამუშავებისთვის ვადებს ადგენს. მაგალითად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლამდე საქართევლოში პლასტმასის 30% უნდა გადამუშავდებოდეს (განადგურდეს, ხოლო გამოყოფილი ენერგია გამოყენებულ იქნეს), 2025 წლამდე – 50%, ხოლო 2030 წლამდე – 80%. ფაქტიურად საქართველოს ტერიტორია საშიში ნარჩენებისაგან 2026 წლისთვის განთავისუფლდება (?).

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების რეციკლირება 2019 წლიდან უნდა დაეწყოთ. ეს ვალდებულება ძალაში თებერვალში შევიდა, შედეგად კი მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების მართვის გეგმები შეადგინეს, რომელიც მრავალ მიმართულებას ითვალისწინებს და უდაოდ დადებითად აისახემა მდინარეების, ტბების და, შესაბამისად, ზღვის ეკოლოგიაზე, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, აღსრულება დღემდე გამოწვევად რჩება შავი ზღვის და მისი მიმდებარე ტეროტორიის და ამ ტერიტორიის ფარგლებში არსებული ფლორისა და ფაუნის ეკოლოგიური უსაფრთხოება მიმართლებით, რადგანაც ნარჩენების თითქმის 40–50%  შავ ზღვაში შემოდინება აფხაზეთის ზღვის აკვატორიიდან ხდება, ხოლო შედეგი ასეთია: თევზის ბიომრავაფეროვნება შემცირებულია როგორც სახეობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით. გასული საუკუნის 80-იან წლებში  შავ ზღვაში გავრცელებული თევზის 184 სახეობა და ქვესახეობიდან  ჩვენს სანაპიროზე 104 ერთეული აღირიცხებოდა. საუკუნის დასაწყისში 69 და უკანასკნელ ათწლეულში ქვეყნის იურისდიქცირებად ზონაში იქთიოფაუნის მხოლოდ 52 წარმომადგენელი დაფიქსირდა, კატასტროფიულად გაიზარდა იმ ფრინველების სიკვდილიანობის მაჩვენებელი (20%) ვინც იზამთრებს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ; ამის ნათელი მაგალითია ჩემს მიერ გადაღებული ფოტო სურათები, სადაც ასახულია დახოცილი საშუალო ბატისანი; ჩემს მიერ დათვლილი იყო 20 ახლად მკვდარი და 30 უკვე გახრწნილი ფრინველი და ეს დაახლოებით 800 მეტრის ფარგლებში, ბათუმის ნავსადგომის ტერიტორიაზე და აქედან ორი მკვდარი ფრინველი ნაპოვნია სასტუმრო ჰილტონის მოპირდაპირედ განლაგებულ ზღვის სანაპიროზე. ყველა ექიმი დამეთანხმება, რომ ამ დახოცილი ფრინველების ლეში ქმნის საშიშ კერებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების გავრცელების ხელშემწყობია, მათშორის ვირუსული დაავადების.

ჩემი მოსაზრებით ეს საკითხი ევროკავშირის განხილვის საკითხი უნდა გახდეს, ვინაიდან ეკოლოგია არ შეიძლება იყოს ლოკალური ხასიათის, ის ყველას პრობლემაა მოყვარის თუ მტერის, დიახ საფრთხე ყველას ერთნაირად ემუქრება. ჩვენ კი ეს საკითხი საყოველთაო განხილვის თემად უნდა ვაქციოთ, რამეთუ მხოლოდ მთავრობის ძალისხმევით ის არ მოგვარდება.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.