კვირა, სექტემბერი 19, 2021
detective
მთავარიტრენდიმშობლებირატომ იღიმიან ახალშობილები, როდესაც სძინავთ?

რატომ იღიმიან ახალშობილები, როდესაც სძინავთ?

რა შეიძლება იყოს უფრო ამაღელვებელი, ვიდრე მომღიმარი ახალშობილის დანახვა? რა და ახალშობილის პირველ ღიმილი! ამას ხშირად „ანგელოზის ღიმილსაც“ ეძახიან, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ეს ხომ ყველა დედის საოცნებო წამებია. ეს ჯადოსნური მომენტი კი, როგორც წესი, ძილის დროს ხდება…

ბავშვები დაბადებამდეც კი იღიმებიან

თქვენ ძალიან გაგიმართლათ, თუკი პატარას ღიმილი ულტრაბგერით გამოკვლევებზე დაინახეთ. კვლევის თანახმად დასტურდება, რომ 500 ორსულიდან, 4D ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, 31-მა ნაყოფის ღიმილის დანახვა შეძლო. თითოეული ღიმილი კი, საშუალოდ 3,21 წამის განმავლობაში გაგრძელდა. ამგვარად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს იღიმიან.

გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელი გახდა იმის აღმოჩენა, რომ ნაყოფი 18 კვირის შემდეგ იწყებს ხმების გამოცემას, ხოლო 26-ე კვირიდან მას შეუძლია ღიმილი, თვალების დახუჭვა და ტირილი. ეს ყველაფერი არის უნებლიე რეფლექსი, რაც პატარას დაბადების მომენტისთვის ამზადებს.

პირველი ღიმილი არის რეფლექსური და უნებლიე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვის მიერ საშვილოსნოში განხორციელებული ქმედებები რეფლექსურად ითვლება. ანუ, ეს არის უშუალო პასუხი სტიმულზე, რაც ჩვილების შემთხვევაში სიამოვნების განცდას მოსდევს. ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით, ჩვილებმა სინამდვილეში არ იციან, რომ ისინი იღიმებიან, ამიტომ ჩვენ სიტყვა „ღიმილში“ კუნთების უნებლიე მოძრაობას ვგულისხმობთ.

ღიმილის შესაფერისი დრო

ძილის დროს, ახალშობილი აქტიურ და ღრმა ძილის ფაზებს გადის. დაძინებიდან 60-90 წუთის შემდეგ იწყება აქტიური ფაზის დრო და ჩვილი თვალის გუგებს ამოძრავებს. ითვლება, რომ ამის მიზეზი, ტვინის ინტენსიური აქტივობაა. სწორედ აქტიური ძილის ფაზაშია შესაძლებელი ახალშობილის ღიმილის, როგორც სხეულის უნებლიე მოქმედების დანახვა.

საპასუხო გაღიმება

ვინაიდან ახალშობილებს არ შეუძლიათ ლაპარაკი, ღიმილიც და ტირილიც მათი ძირითადი კომუნიკაციის საშუალებაა. ამასთან, თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვები უკვე სოციალური არსებები არიან დაბადებიდან რამდენიმე დღის ან საათების შემდეგაც კი. ამიტომაც მათი ღიმილი შესაძლოა იყოს პასუხი პოზიტიურ გრძნობებზე ან დამამშვიდებელ შეგრძნებებზე, როგორიცაა ლოყაზე ან თავზე მოფერება.

ახალშობილები სიზმრებს არ ნახულობენ, თუმცა მათ აქვთ მეხსიერება

მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ ძილის დროს გაღიმება სასიამოვნო სიზმრებს ნიშანია. სინამდვილეში, ახალშობილები სიზმრებს არ ნახულობენ, რადგან არ აქვს საკმარისი გამოცდილება, არც წარმოსახვის უნარი და არც ფიზიკური შესაძლებლობა.

სიცოცხლის პირველ კვირებში ძილს აქვს ძალიან სპეციფიკური ფუნქციები: ის ხელს უწყობს ტვინის განვითარებას, ახალშობილს ეხმარება ინფორმაციის დამუშავებაში და აძლიერებს მეხსიერებას, რომელიც ჯერ კიდევ საშვილოსნოდან იწყებს ჩამოყალიბებას. ეს უკანასკნელი კი კვლევებითაა დადასტურებული – დაბადებისთანავე ჩვილები მამის ან დედის ხმაზე იწყებენ საპასუხო რეაგირებას.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
593,763
დადასტურებული შემთხვევები
Updated on September 19, 2021 1:20 am

უახლესი

“როგორც არ უნდა შეგკრან, შეგკოჭონ, შენ მაინც უნდა გაცურო, ბოლომდე უნდა გაცურო” – დღეს...

0
დღეს ცნობილი ქართველი მოცურავე, ჰენრი კუპრაშვილი 75 წლის გახდა. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ი უერთდება მილოცვას და ბატონ ჰენრი კუპრაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა...

ჯერ-ჯერობით იგებს პუტინი…

0
ინტერესთა შეუთავსებლობა რუსეთის იმპერიულ ინტერესებში არ ჯდება მისი გავლენის სფეროდან დისტანცირებული, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მოაზრებული, წარმატებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. შესაბამისად, მოსკოვი ცდილობს ეს ქვეყანა საკუთარ...

ათი წელი სტივ ჯობსის გარეშე. როგორ ცდილობს Apple-ი თავისი მაგია შეინარჩუნოს?

0
ათი წლის წინ სტივ ჯობსმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი იმ კომპანიისა, რომელიც მისი მშობლების ავტოფარეხში შეიქმნა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ის კიბოთი  გარდაიცვალა. გასული...

საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა

0
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. მათივე...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...