კვირა, სექტემბერი 19, 2021
detective
მთავარიტრენდიმშობლებირატომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ ბავშვის გაჩენის საუკეთესო ასაკი 35 წლის შემდეგ დგება?

რატომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ ბავშვის გაჩენის საუკეთესო ასაკი 35 წლის შემდეგ დგება?

თუ უნივერსიტეტი დაამთავრეთ და სტაბილური შემოსავალი გაქვთ, მაშინ, დიდი ალბათობით, მშობლები გამუდმებით გეკითხებიან, „როდის თხოვდები?“ და „როდის გეყოლება შვილები?“… ახლა კი შეგიძლიათ თავდაჯერებით უპასუხოთ, რომ ბავშვების გაჩენის საუკეთესო ასაკი 35 წლის შემდეგ დგება!

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ბავშვის გაჩენისა და მშობიარობის საუკეთესო დრო 35 წლის შემდეგაა, რადგან ამ დროს უმჯობესდება ქალის, როგორც დედის მენტალური შესაძლებლობები.

მაგრამ თუ ახლა თქვენ დასვით შეკითხვა – “კი მაგრამ, როგორ შემიძლია გავზარდო შვილი, თუ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ?“- თქვენთვისაც გვაქვს პასუხი…

კვლევაში მონაწილეობა 830 ქალი, რომელთაც უკვე გადალახეს მენოპაუზური პერიოდი. მკვლევრები ამოწმებდნენ მათ დაგეგმვის უნარებს, ვიზუალურ აღქმებს, ვერბალურ მეხსიერებასა და კონცენტრაციას.

აღმოჩნდა, რომ ქალები, რომლებმაც პირველი ბავშვი 24 წლის შემდეგ გააჩინეს, უკეთესად გაუმკლავდნენ ამოცანებს და უფრო მარტივად გადაჭრეს სხვადასხვა პრობლემები, ვიდრე მათ, ვინც პირველი შვილი 15-დან 24 წლამდე ასაკში გააჩინეს.

ხოლო იმ ქალებს, რომლებმაც ბოლო ბავშვი 35 წლის შემდეგ გააჩინეს, უკეთესი ვერბალური მეხსიერება და შემეცნებითი უნარები აღმოაჩნდათ.

ტვინის შესაძლებლობების გაუმჯობესება რეალურად დაკავშირებულია ორსულობის დროს ჰორმონების – ესტროგენისა და პროგესტერონის მატებასთან. ძირითადად, როდესაც ორსულად ხართ, ხდება რაღაც ზეადამიანური – და ეს სუპერშესაძლებლობები ასაკთან ერთად მხოლოდ ძლიერდება.

ამიტომ ნუ მისცემთ თქვენს შვილიან მეგობრებს უფლებას გაგრძნობინონ, რომ თქვენმა დრომ უკვე გაიარა. ყველა ადამიანი განსხვავებულ დროს ხვდება, რომ მზადაა იყოს მშობელი, იყოს დედა. ოჯახის შექმნის სწორი ან არასწორი დრო, უბრალოდ, არ არსებობს. შვილების ყოლა ძალიან პირადი არჩევანია, რომელიც არ უნდა განისაზღვროს ისეთი გარემოებებით, როგორიცაა ასაკი და ოჯახური მდგომარეობა.

ბავშვზე ფიქრისას, არსებობს უამრავი ბევრად მნიშვნელოვანი ასპექტი, ვიდრე თქვენი ასაკია. ესენია: თქვენი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა, თქვენი ცხოვრებისეული გეგმები, თქვენი ემოციური მზაობა და რა თქმა უნდა შეგრძნება, რომ აი ახლა, უკვე მზად ხართ დედობისთვის.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
593,763
დადასტურებული შემთხვევები
Updated on September 19, 2021 12:20 am

უახლესი

“როგორც არ უნდა შეგკრან, შეგკოჭონ, შენ მაინც უნდა გაცურო, ბოლომდე უნდა გაცურო” – დღეს...

0
დღეს ცნობილი ქართველი მოცურავე, ჰენრი კუპრაშვილი 75 წლის გახდა. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ი უერთდება მილოცვას და ბატონ ჰენრი კუპრაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა...

ჯერ-ჯერობით იგებს პუტინი…

0
ინტერესთა შეუთავსებლობა რუსეთის იმპერიულ ინტერესებში არ ჯდება მისი გავლენის სფეროდან დისტანცირებული, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მოაზრებული, წარმატებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. შესაბამისად, მოსკოვი ცდილობს ეს ქვეყანა საკუთარ...

ათი წელი სტივ ჯობსის გარეშე. როგორ ცდილობს Apple-ი თავისი მაგია შეინარჩუნოს?

0
ათი წლის წინ სტივ ჯობსმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი იმ კომპანიისა, რომელიც მისი მშობლების ავტოფარეხში შეიქმნა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ის კიბოთი  გარდაიცვალა. გასული...

საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა

0
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. მათივე...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...