ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკა"რატომ ძლიერდება ურთიერთობები რუსეთთან?" - გარედან დანახული საქართველო

“რატომ ძლიერდება ურთიერთობები რუსეთთან?” – გარედან დანახული საქართველო

სტატია, რომელიც EUObserver-ში გამოქვეყნდა, ეკუთვნის წამყვანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, “ატლანტიკური საბჭოს” არარეზიდენტ მკვლევარ მარკ ტემნიცკის. ჩვენ სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.

რამდენადაც საქართველო რუსეთთან კავშირის გაძლიერებას ესწრაფვის, „ქართული ოცნება“ დასავლელების განცვიფრებას განაგრძობს.

წელს რუსეთმა მოხსნა შეზღუდვა რუსეთიდან საქართველოსკენ პირდაპირ ფრენებზე.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციამ გააუქმა „საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ხანგრძლივი საჭიროება“.

ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა განაგრძობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მის მიერ უკრაინაში უკანონო და არასაჭირო შეჭრის გამო.

ამოუხსნელია, რატომ მისდია საქართველოს მმართველმა პარტიამ რუსეთთან დამთბარ ურთიერთობებს. თვეების განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეები და ოპოზიციური ჯგუფები მოითხოვდნენ, რომ ქვეყანას დასავლეთთან გაეძლიერებინა კავშირი. NDI-ს მიერ ამასწინათ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა ქართველების „ურყევი მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციისადმი“. გამოკითხვის თანახმად, ქართველების 81% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. ამასთან, ქართველების 73% „ინარჩუნებს ნატო-ს წევრობის მხარდაჭერას“.

ასევე, საქართველოს მოქალაქეებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და რუსებს თავის ქვეყანაში კეთილად არ დახვედრიან.

ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოში რუსული საკრუიზო გემის ჩასვლა გააპროტესტეს. ისინი უკრაინის და საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ, ხომალდის მგზავრები კი გამოლანძღეს.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება და როგორი ისტორია აქვს თავად საქართველოს რუსეთთან, დღეს ბევრ ქართველს რუსულად ლაპარაკი აღარ სურს. ამ ქართველებს კვლავ ახსოვთ ის სისასტიკე, რასაც რუსები საბჭოთა პერიოდში სჩადიოდნენ. ამასთან, ისინი რუსეთს ოკუპანტ ძალად ხედავენ. ამდენად, დამაბნეველია, რომ როდესაც ქვეყნის მოსახლეობა მხარს არ უჭერს ჩრდილოელ მეზობელს, მისი მთავრობა მაინც ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აძლიერებს.

ამასობაში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დაგმო „ქართული ოცნების“ ქმედებები. მარტში გავრცელებულ განცხადებაში ზურაბიშვილმა ვერ დამალა გაკვირვება იმით, თუ რატომ გადაუხვია „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ნებას. აქამდე საქართველოს მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ქვეყანას „სამართლიანობასა და დემოკრატიას“ მოუტანდა. ნაცვლად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მხოლოდ დამატებითი გაჭირვება და პრობლემები მოუტანა.

ევროკავშირი თბილისთან ფრთხილობს

მათი პოლიტიკა და ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროკავშირმა, რომელმაც საქართველოს გასულ ზაფხულს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა. ევროპელებმა ქართველებს წარუდგინეს რეკომენდაციების სია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გარდაექმნათ თავიანთი მმართველობა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

პრეზიდენტის მსგავსად, ქართული ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას“ ბრალს სდებენ „საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაში“.

ოპოზიციის მიერ 2023 წლის მაისში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნების პოლიტიკამ ქვეყანა „საერთაშორისო იზოლაციისა და რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენის რეალურ რისკამდე მიიყვანა“.

მაგალითად, „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს IRI-სა და NDI-ს საქმიანობას. მმართველმა პარტიამ ისიც გამოაცხადა, რომ ევროპის სიდიდით მეორე პოლიტიკურ ჯგუფს, სოციალ-დემოკრატებს, დატოვებდა.

ეს ქმედებები, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე თანხმობასთან ერთად, იმაზე მიუთითებს, რომ მმართველ პარტიას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული მისწრაფება. ნაცვლად ამისა, ისინი რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას მისდევენ.

კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ ქართული ოცნების მიერ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პოლიტიკაზე ფიქსაციის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას. 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი წარმოიშვა. მაშინ ქალაქ ცხინვალთან აფეთქების შედეგად ხუთი ქართველი პოლიციელი დაშავდა, ქართველებსა და ოსებს შორის კი შეტაკება დაიწყო. რამდენიმე დღეში აფხაზი სეპარატისტები თავს დაესხნენ ქართველ ოფიცრებს და საქართველო ორფრონტიან კონფლიქტში ჩაითრიეს. პრეზიდენტი სააკაშვილი ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდა, ბრძოლა კი მწვავდებოდა. მალევე ვითარებაში რუსული ჯარიც ჩაერთო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მშვიდობისმყოფელები იქნებოდნენ. ნაცვლად ამისა, მათ ამ ორი რეგიონის ოკუპაცია გადაწყვიტეს. აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც დღემდე რჩებიან რუსული ძალები.

ამ მოვლენების მიუხედავად, რუსეთმა მაინც შეძლო საქართველოს მთავრობაში მეგობრების შეძენა. კარნეგის ფონდის ანგარიშის თანახმად, „რუსეთში საქართველოს ექსპორტი 2022 წელს 6.8%-ით გაიზარდა $672 მილიონამდე“. ამავდროულად, საქართველოში რუსეთიდან იმპორტი „79%-ით გაიზარდა $1.8 მილიარდამდე“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართული ოცნება სარგებელს ნახულობს საკუთარი გადაწყვეტილებით, გააძლიეროს ურთიერთობები რუსეთთან.

ამ ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებმა და ოპოზიციამ უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა, რათა მათ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული მომავალი.

„ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა, რომ არ სურთ ან არ აინტერესებთ ევროპასთან დაახლოება მომავალში. ნაცვლად ამისა, პარტიის ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ფინანსური სარგებლით და ძალაუფლების შენარჩუნებით უფრო არიან დაინტერესებულნი, ვიდრე უკეთესი მომავლის შექმნით.

რამდენადაც მოქალაქეებისა და ოპოზიციური ჯგუფების ამჟამინდელმა მცდელობებმა თავი ამოწურა, ქართული ოცნება კი, როგორც ჩანს, კურსის შეცვლით დაინტერესებული არაა, ალბათ, საქართველოში ნამდვილი ცვლილების მოტანის ერთადერთი გზა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

ვიღაცები არჩევნებამდე ვეღარ ითმენენ.

წყარო: realpolitika.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა