კვირა, სექტემბერი 19, 2021
detective
მთავარისხვაჯანმრთელობარა არის უსაფრთხო და რა არა - ყველაფერი, რაც COVID-19 დელტა შტამის...

რა არის უსაფრთხო და რა არა – ყველაფერი, რაც COVID-19 დელტა შტამის შესახებ უნდა იცოდეთ

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი – დელტა ცირკულირებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მრავალ ქვეყანაში, კორონავირუსის დასასრულისკენ მიდიოდა – მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა ვაქცინირებული ადამიანების რიცხვი, შემცირდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და პირველად ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სრულად ვაქცინირებულმა ადამიანებმა შეძლეს ნიღბების მოხსნა, სოციალიზაცია და დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას. მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, პანდემია კვლავ გააქტიურდა. გაიზარდა ინფიცირებულების რაოდენობა და ახალი COVID-19 შემთხვევების ძირითად ნაწილს დელტა შტამი წარმოადგენს. ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებშიც აღინიშნება ინფიცირების შემთხვევები.

”მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ცვლილების მომენტში ვართ. დელტა ვარიანტი აშკარად ძალიან გადამდებია – უფრო გადამდები ვიდრე ამ ვირუსის ადრინდელი ვარიანტები, ამიტომ ვრცელდება ის ასე სწრაფად და ხდება დომინანტური შტამი მოსახლეობაში” – ამბობს ფილიპ ლანდრიგანი, გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პროგრამის დირექტორი.

რატომ უნდა მეკეთოს ნიღაბი?

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა ახლახანს შეცვალეს რეკომენდაცია სრულად ვაქცინირებულ ადამიანებისთვის: ამიერიდან, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ვირუსი ძლიერდება, სრულად ვაქცინირებულმა ადამიანებმა კვლავ უნდა ატარონ ნიღბები დახურულ ადგილებში.

ცვლილება განხორციელდა იმ სიახლის გამო, რომ სრულად აცრილ ადამიანებს შეუძლიათ დელტა შტამი სხვებზე გაავრცელონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინები არ მუშაობს დელტას წინააღმდეგ. COVID-19 ვაქცინების უპირველესი დანიშნულებაა მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილის თავიდან აცილება.

როდის უნდა მეკეთოს ნიღაბი დახურულ სივრცეში?

აუცილებელია ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში, თუ იმყოფებით სხვა ადამიანებთან ერთად, მაღალი გადაცემის არეალში.

ასევე, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობთ, თქვენ უნდა გააგრძელოთ ნიღბის ტარება მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში ხართ.

შემიძლია თუ არა მოვინახულო სრულად აცრილი მეგობრები და ოჯახის წევრები?

რაც შეეხება დროის გატარებას ნიღბის გარეშე სრულად აცრილ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ეს მაინც საკმაოდ დაბალი რისკის შემცველია. მაგრამ ამ კითხვაზე არ არსებობს ცალსახა პასუხი. თუ ყველა ადამიანი ვაქცინირებულია, იცნობს ერთმანეთს და იცის, რომ არ ყოფილა დაინფიცირების მაღალი რისკის პირობებში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაშინ შეგიძლიათ ასეთ შეკრებებში მონაწილეობა. “სიტუაციური ცნობიერება” არის მთავარი, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

რაც შეეხება გასვლებსა და ოჯახურ შეკრებებს არავაქცინირებულ ბავშვებთან ერთად?

16 წლამდე ასაკის ბავშვებს ამჟამად არ აქვთ ვაქცინაციის უფლება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებმა ატარონ ნიღაბი დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში.

ასევე, რეკომენდებულია ყველა საბავშო აქტივობის ღია ცის ქვეშ გადატანა – იქნება ეს სპორტი, ცურვა თუ ბებია-ბაბუის მონახულება.

რა სხვა ზომები უნდა მივიღო ახლავე?

შეიძლება გაუგებარი იყოს რისკების გადაფასება სხვადასხვა სიტუაციებში, მაგრამ ჩვენ ბოლო 18 თვის განმავლობაში ვისწავლეთ რა არის ეფექტური პანდემიასთან ბრძოლაში. ამიტომ, ძირითადი რეკომენდაციები საკმაოდ ნათელია:

ღია ცის ქვეშ, სუფთა ჰაერზე გაატარეთ მეტი დრო და შეძლებისდაგვარად, ყველა საქმიანობა გადაიტანეთ ღია სივრცეში; მოერიდეთ ხალხმრავლობას; ატარეთ პირბადე დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებში; არ დაგავიწყდეთ სადეზინფექციო საშუალებები და რაც მთავარია – გაიკეთეთ ვაქცინაცია დროულად!

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99,7 % აუცრელია, ხოლო სრულიად ვაქცინირებულ პირებში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მხოლოდ 0.19%-ია!

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
593,763
დადასტურებული შემთხვევები
Updated on September 19, 2021 2:21 am

უახლესი

“როგორც არ უნდა შეგკრან, შეგკოჭონ, შენ მაინც უნდა გაცურო, ბოლომდე უნდა გაცურო” – დღეს...

0
დღეს ცნობილი ქართველი მოცურავე, ჰენრი კუპრაშვილი 75 წლის გახდა. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ი უერთდება მილოცვას და ბატონ ჰენრი კუპრაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა...

ჯერ-ჯერობით იგებს პუტინი…

0
ინტერესთა შეუთავსებლობა რუსეთის იმპერიულ ინტერესებში არ ჯდება მისი გავლენის სფეროდან დისტანცირებული, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მოაზრებული, წარმატებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. შესაბამისად, მოსკოვი ცდილობს ეს ქვეყანა საკუთარ...

ათი წელი სტივ ჯობსის გარეშე. როგორ ცდილობს Apple-ი თავისი მაგია შეინარჩუნოს?

0
ათი წლის წინ სტივ ჯობსმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი იმ კომპანიისა, რომელიც მისი მშობლების ავტოფარეხში შეიქმნა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ის კიბოთი  გარდაიცვალა. გასული...

საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა

0
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. მათივე...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...