რა ბედი ელით უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს?

რა ბედი ელით უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს? – მთავრობა“ ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე საუბრობს  და ვაუჩერების დარიგებას არ გამორიცხავს

რა ბედი ელით თვითდასაქმებულ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომაროების გამო შესაძლოა ლუკმა-პურის გარეშე დარჩეს. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ გეგმას ამზდაებენ. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ჯერ არ აქვს პასუხი დაახლოებით 10 ათასი მოქალაქისთვის, ვინც კორონავირუსის გამო შექმინილი კრიზისის ფონზე მძიმე მდგომარობაში აღმოჩნდა. მათ შორის არიან გარემოვაჭრეები.

ეკონომიკის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ პირველ რიგში, წინა პლანზე წამოვიდა კრიზისული ეკონომიკა, რაც ახალი წარმოებების გაჩენას გულისხმობს. კრიზიული ბიუჯეტის გაწერამდე, მთავრობა ვაუჩერების დარიგებაზე საუბრობს, რაც ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაა. არ არის გამორიცხული მთავრობამ ოპოზიციის ეს წინადადება გაითვალისწინოს.

„როცა საუბარია კრიზისულ ბიუჯეტზე, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ამ სულისკვეთებით უნდა გადაეწყოს, ეს პერიოდი რომელის შეიძლება გაგრძელდეს 2 თვე, ამ პერიოდში სოციალური დაცვის მექანიზმები შეიქმნას, არის სხვადასხვა ვარიანტები, მაგალითად არის საუბარი დენი ვაუჩერზე“ – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ეკომინიკის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მოგვიანებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეზღუდვები დაუწესდათ რესტორნებსა და კაფებს.
„სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ეკონომიკური სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, ამ ბიზნესსაც დაუწესდა შეღავათები, მათ შორის გადაუვადდათ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი. გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდათ არასასურსათო სავაჭრო ობიექტებს, რომელთანაც ძალიან პროდუქტიული კომუნიკაცია გვაქვს და გარკვეული მხარდაჭერის გეგმა ამ სექტორისთვისაც განიხილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს დახმარების მთავარი ობიექტი იყო და არიან ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ უნდა დაზარალდნენ.
„განსაკუთრებული პრიორიტეტი და აქცენტი კეთდება სასურსათო უსაფრთხოებაზე, სასურსათო უზრუნველყოფასა და ფასებზე. რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის სახეობაზე, როგორც იცით, ფასების რეგულირების უპრეცედენტო ზომა შემოვიღეთ და ესეც ამისთვის კეთდება. ჩენ ვაგრძელებთ, ვაკვირდებით როგორ განვითარდება სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რესურსები სწორად გავთვალოთ, რადგან არ ვიცით, რამდენს ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა” – განაცხადა ნათია თურნავამ.

ერთიანი ნაიცონალური მოძრაობა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, იმ პირთა ოჯახებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, კომუნალური გადასახადების ვაუჩერები გადასცეს.

ავტორი: გურიის მოამბე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.