რა დარჩება ივანიშვილის მმართველობის წლებიდან? – საკუთარ ბოსტანში ხეების თრევა საკვირველი

წარმოვიდგინოთ, რომ 2100 წელია და წარმოვიდგინოთ როგორი იქნებიან მიშა და ივანიშვილი ისტორიულ რეტროსპექტივაში.


დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია დაუნდობლად წაშლის უამრავს, რაც დღეს გვაღელვებს, სულს გვიშფოთებს, თუმც არის ბევრი რამ, რაც დარჩება მყარად, შეურყვნელად.


.
რა დარჩება მიშას საქმეებიდან? ბევრი, ძალიან ბევრი. განახლებული ბათუმი, ანაკლია, მესტია, აღდგენილი სიღნაღი, მცხეთა, ახალციხე, გორი, ქუთაისი, თელავი, ახალციხე, მეიდანი, აღმაშენებლის გამზირი, საუკუნეებს გაუძლებს და მიშასთან იქნება ასოცირებული მშვიდობის ხიდი, ახალი პარლამენტის შენობა, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პრეზიდენტის სასახლე, ბათუმის ბულვარი, ჩქაროსნული მაგისტრალები.


ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერება პირველი ქართული იარაღის წარმოება, “დიდგორი”, “ლაზიკა”, ჩაიწერება საპატრულო რეფორმა, კრიმინალისა და კორუმპირებულთა ალაგმვა, ისტორიას დარჩება რეფორმები, იუსტიციის სახლები.


საქართველო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას და ისტორიაში აუცილებლად შევა იმ ადამიანის სახელი, ვისი მმართველობის დროსაც საქართველო გამთლიანდება, მაგრამ ამ წლებიდან ისტორიას აუცილებლად დარჩება 6 ქვეყნის პრეზიდენტის ხელჩაჭიდებული დგომა რუსთაველის გამზირზე, როგორც სიმბოლო მსოფლიო ერთიანობით ოკუპაციის შეჩერებისა.
ისტორია აუცილებლად დააფიქსირებს განსაკუთრებულ, ფენომენალურ მოვლენას, როცა ერთი ქვეყნიდან დევნილი პრეზიდენტი მეორე, ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური ფიგურა გახდა.


.
რა დარჩება ივანიშვილის მმართველობის წლებიდან?


1. საკუთარ ბოსტანში ხეების თრევა საკვირველი,


2. საკუთარი სასახლე – შუშის კოლბა,


3. საკუთარი სასტუმრო – “პარაგრაფი”.

არა, არ დაიჯეროთ, რომ ტიკ-ტოკი დარჩება, ივანიშვილის ტიკ-ტოკი კი არა, ისტორიას ქართული სამზარეულოთი აღფრთოვანებული ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ცეკვა ლამისაა დაავიწყდეს…
.

კობა ხაბაზი

tzona.org

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.