“რა ენა გადაყლაპე, უთხარი მას, … აა, გეშინია?” – ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტმა მინსკში რუს ჟურნალისტებთან შეხვედრისას სომხეთის პრემიერ მინისტრიბის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლ პაშინიანთან დსთ-ს სამიტის დროს შემდგარი საუბარი გაიხსენა. საკითხი ეხებოდა ერევანის მხრიდან ბელორუსის აზერბაიჯანისათვის იარაღის მიყიდვის გამო გამოთქმულ კრიტიკას. ” მე მას ვუთხარი, ნიკოლ, მოდი ყველაფერი გარკვევით ვთქვათ…აზერბაიჯანისათვის იარაღის მიყიდვაში პირველ ადგილს ვინ იკავებს? ვინ? რუსეთი. მე ვეუბნები-შენ რა ენა გადაყლაპე?.. უთხარი მას, გააკრიტიკე ვლადიმერ ვლადიმერის ძე, ააა, გეშინია?”-აცხადებს ლუკაშენკო.პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შემდეგ ბაქოს იარაღს ისრაელი და თურქეთი აწვდის, ხოლო ბელორუსი მხოლოდ მეოთხე ადგილზეა, ამიტომაც ის ერევანის კრიტიკას არ იღებს.

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.