პარასკევი, იანვარი 15, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე პოლიტიკა

რა იგეგმება სააკაშვილ-ივანიშვილის წინააღმდეგ? – “დიდი ვაჭრობის სცენარი” პოლიტიკური კულუარებიდან – ინტერვიუ მე-4 პრეზიდენტთან

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2020/10/08
in პოლიტიკა, ყველა სიახლე
25 1
0
რა იგეგმება სააკაშვილ-ივანიშვილის წინააღმდეგ? – “დიდი ვაჭრობის სცენარი” პოლიტიკური კულუარებიდან – ინტერვიუ მე-4 პრეზიდენტთან
104
ნახვა
Share

მაშინ, როდესაც „არც ქოცი“ – არც „ნაცი“ ამომრჩევლის ფავორიტი პოლიტიკური ძალები თავისი პოლიტიკური კარიერის „დასაწყისის დასასრულის“ სახიფათო ზღვარს უახლოვდებიან, მათი მთავარი მხარდამჭერი – ქვეყნის ყოფილი პირველი პირი პოლიტიკაში არის, მაგრამ 2020 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, ბრძოლის ღია ველზე არ შედის, მესამე ძალების მხარდაჭერას ითხოვს ამომრჩევლისგან, მაგრამ თავად არც ერთ კონკრეტულ პარტიაზე არ აკეთებს გათვლას – რას გეგმავს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი პოლიტიკურ კულუარებში და რა წარმატების ფორმულას უგზავნის „არც ნაცი – არც ქოცი“ ამომრჩევლის რჩეულ ძალებს?

მოკვდა თუ არა ჩანასახშივე ე.წ. მესამე ძალის გაჩენის შესაძლებლობა ქვეყანაში? – ამ კითხვის პასუხად, ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესაძლებლობა არსებობს,  უკვე შიგნით – ახლადარჩეულ პარლამენტში, სადაც მოხვედრილ წვრილ პარტიებს უჩნდებათ “ოცნებასა“ და “ნაციონალებთან“  პოლიტიკური ვაჭრობის საშუალება.

წარუმატებელი აღმოჩნდა თუ არა მცდელობა, რომ  მესამე ცენტრის პარტიების „შემოკრება“  მე-4 პრეზიდენტის  ორბიტაზე მომხდარიყო, განხორციელდება თუ არა ეს იდეა უკვე ახლადარჩეულ პარლამენტში და რატომ არ შევიდა ექსპრეზიდენტი ღია თამაშში 2020  წლის არჩევნების წინ ?  – ამ და სხვა საინტერესო  კითხვაზე პასუხს გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო გიორგი, წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ხდება ინციდენტები, რომლებიც ხდებოდა ყველა გადამწყვეტი არჩევნების წინ, მაგალითად – 2012-ში – ქვების სროლა, ცემა-ტყეპა, საარჩევნო რესურსის გამოყენება. მაგალითისთვის, მარნეულის ინციდენტებიც საკმარისია: ოპოზიციონერები ცემეს, ერთ-ერთ მათგანს „კისტის“ თოფიდან ესროლეს, მმართველი პარტია იძულებული გახდა, საკუთარი ორი მომხრე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. რამდენად აისახება “ქართული ოცნების“ რეიტინგზე ამგვარი ინციდენტები, რომელთაც მმართველი ძალა უპირისპირებს მთავარ არგუმენტს, წინა ხელისუფლების დროს უარესი ხდებოდა?  

გიორგი მარგველაშვილი: წინა ხელისუფლებასა და წინა პერიოდზე დაკვირვება საინტერესო ანალოგიას გვაჩვენებს. პოლიტიკური პროცესის კანონზომიერების თვალსაზრისით, შემიძლია  გითხრათ, როდესაც ხელისუფლება ძალადობას იწყებს,  ე.ი. ის თავს ძალიან სუსტად გრძნობს. ხელისუფალი ხედავს, რომ ჩვეულებრივი თამაშის წესით არჩევნებს ვერ იგებს და ისეთ ნაბიჯებზე მიდის, რაც თავიდანვე მკაცრი პოლიტიკური კანონით, ხელისუფალის სისუსტეს აჩვენებს.

ზუსტად, ასე აჩვენებდა ძალადობით საკუთარ სისუსტეს 2012 წელს სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა“.  ახლაც იგივე ხდება.

მინდა გითხრათ, რომ ასეთი ძალადობა ყოველთვის კონტრპროდუქტიულია და განაპირობებს ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზაციას ხელისუფლების წინააღმდეგ.

ამ ფონზე ოპოზიციის მიზანია საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება და მათი მიყვანა საარჩევნო უბნებზე.  პოლიტიკური პარტიები ამას სხვადასხვა მეთოდით ახორციელებენ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მოტივი, რაც ამომრჩეველის მობილიზაციას ახდენს,  სწორედ, ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ საკუთარი საარჩევნო ხმით გამოსვლაა.

2012  წელსაც ასე იყო –  შესუსტებული “ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოზიციის გამყარებას ძალით ცდილობდა და საბოლოოდ, წაგებული არჩევნები მიიღო. ვფიქრობ, ამ პროცესს, საბოლოოდ, დღესაც  იგივე ეფექტი ექნება, რადგან, როდესაც ამომრჩეველი ხედავს ძალადობას,  აქტიურდება და ხმას ოპოზიციას აძლევს.

ძალადობა შობს უფრო აქტიურ ოპოზიციურ ამომრჩეველს,  ამის თქმა ნამდვილად შემიძლია.

– დღეს სჩანს, რომ ოპოზიციურ სპექტრს ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ხელისუფლებას, მიგაჩნიათ, რომ არჩევნების წინ საარჩევნო მუხტი საკმარისად გაიზრდება, რათა ოპოზიციამ მმართველი ძალის დამარცხება შეძლოს? 2012 წელს საპროტესტო მუხტი ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ახლა და ბევრად უფრო დიდი პერიოდის განმავლობაში. თანაც, წინასაარჩევნო კვლევებში ბიძინა ივანიშვილის პარტიის რეიტინგი – 33%-დან 56%-მდეც კი მერყეობს.

– იმედი მაქვს, რომ საარჩევნო მუხტი გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ ამ ფონზე ამომრჩეველი გააქტიურდება. დღევანდელი სიტიუაციის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ანალოგია საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ როდესაც ხელისუფალს არგუმენტი აღარ აქვს და მისი არგუმენტი ძალა ხდება,  ეს პროცესი ოპოზიციის გაძლიერების წინაპირობა ხდება.

წინასწარ ვერ გეტყვით, საარჩევნო მუხტი როდის გაიზრდება – ორი კვირით თუ სამი კვირით ადრე, ამის თქმა ძნელია. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც 2003 წელი – მაშინაც ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში გაიზარდა მუხტი და ამ მუხტის გაზრდის ერთ-ერთი არგუმენტი იყო სწორედ ის ძალადობა, რომელსაც მაშინ “მოქალაქეთა კავშირი“  “ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირებდა. ეს ანალოგია შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად,  კანონზომიერების ფორმას იღებს.

– ფაქტია, 8 წლის შემდეგაც, კვლავ “ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის““ დაპირისპირებას ვუყურებთ. ორპოლუსიანობა კვლავ მთავარი ლაიტმოტივია 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის. მათი ეს დაპირისპირება სადამდე მიგვიყვანს:

ა)ამ ფონზე ე.წ.მესამე ძალ გაძლიერდება – ანუ ამ ორ პოლუსს მიღმა მყოფი პარტიები მომავალ პარლამენტში იმ რაოდენობით შეძლებენ შესვლას, რომ  მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის გარეშე შექმნიან კოალიციას და მართლაც მრავალპარტიული პარლამენტი გვექნება?  (სხვათაშორის, თქვენც მოუწოდეთ სატელევიზიო ინტერვიუში ამომრჩევლებს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ხმა მისცენ ყველა სხვა პარტიას).

ბ)“ნაციონალურ მოძრაობის“ მიღმა არსებული ოპოზიციური პარტიები ვერ შეძლებენ საჭირო მანდატების მოპოვებას და ყველა შემთხვევაში მოუწევთ სააკაშვილის ორბიტაზე კოალიციური თამაში, რადგან „ოცნებასთან“ არ ითანამშრობლებენ, როგორც თავად აცხადებენ.

გ) ორპოლუსიანი მოცემულობა კიდევ უფრო გამყარდება -„მესამე ფრონტის“ ოპოზიციური პარტიების არარეიტინგულობის გამო, ქვეყანა ორპარტიული საარჩევნო სისტემისკენ წავა, როგორც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშია?

– მე პროგნოზების გამკეთებელი არ ვარ. მე გეტყვით ერთს, პირველ რიგში არ გეთანხმებით იმაში, რომ ეს არჩევნები ორპულუსიანია. ჩვენ ამ არჩევნების წინ ვხედავთ, მცირე პარტიებისკენ  წასულ მოქალაქეთა ძალიან დიდი რაოდენობის ხმებს –  ჯამურად გესაუბრებით. ამომრჩეველთა დიდი რაოდენობაა გადახრილი მცირე პარტიებისკენ.

ასევე, დიდი რაოდენობაა იმ ამომრჩეველის, რომელსაც სწორედ ამ ორპოლუსიანობის გარეთ უნდა ხმის მიცემა და ვერ ჩამოყალიბებულა არჩევანში. ანუ ნახეთ, რა სიტუაციაა:  “ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ჩამოყალიბებულია, “ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც ჩამოყალიბებულია. თუმცა,  არის ამომრჩეველი, რომელიც ჩამოყალიბებული არაა, მაგრამ  ჩამოყალიბებულია იმაში, რომ ამ ორი პარტიიდან, არც ერთზე  სურს ხმის მიცემა და არც – მეორეზე.

– ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რაოდენობა კვლევების მიხედვით, დაახლოებით –  23%-დან 60%-მდეა.

– თქვენ ამბობთ  მათზე, ვინც საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული,  ვის აძლევს ხმას, მაგრამ არის კიდევ ამომრჩეველი, რომელიც ჯერ არ ჩამოყალიბებულა – ვის მისცემს ხმას, მაგრამ ზუსტად იცის, რომ  „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ არ შემოხაზავს საარჩევნო ბიულეტენში.

და მაშინ რატომ ვსაუბრობთ, რომ ორპოლუსიანი არჩევნებია?! ამომრჩეველი ამ ორპოლუსიანობის გარეთ არის გასული. ახლა პოლიტიკური ძალების მიზანს წარმოადგენს -მათი მოტივირება და საარჩევნო უბანზე მიყვანა.

ჩემი აზრით, ასეთი ამომრჩევლის საარჩევნო უბნებზე მიყვანა მოხერხდება კიდევ ერთი ფაქტორიდან გამომდინარე:  ნულოვანი საპროცენტო ბარიერი იძლევა იმის გარანტიას, რომ ამ არჩევნებში ქართველი ამომრჩეველი თავის ხმას არ დაკარგავს. 

აქედან გამომდინარე,  მთავარია, ის ამომრჩეველი, რომელიც არჩევანში ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბდა, რომ –   არც  “ქოცი“ და არც “ნაცი“  არ იქნება მისი რჩეული– არჩევნების დღეს მივიდეს საარჩევნო უბანზე და რომელიმე  მცირე ან საშუალო ზომის პარტია შემოხაზოს.

სწორედ ამიტომ  ვერ ვსაუბრობთ ორპოლუსიან არჩევნებზე, რადგან ამომრჩევლის დიდი რაოდენობა, დიდი ალბათობით,  თავის საბოლოო არჩევანში არჩევნების დღეს ჩამოყალიბდება.  იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ძალები ასეთი ამომრჩევლის მობილიზაციას შეძლებენ. 

ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია, ჩვენ დავინახოთ პარლამენტში როგორც ორი დიდი პარტია – “ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა“,  ასევე სხვა პარტიათა წარმომადგენლობა, რომელსაც ექნება საშუალება მესამე  პოლიტიკურ პოლუსად ჩამოყალიბდეს.

– ანუ, თქვენ შესაძლებლობას უშვებთ, რომ  მესამე სერიოზული პოლუსი უკვე ახლადარჩეული პარლამენტის შიგნით გაჩნდება?

– მესამე სერიოზული პოლუსის გაჩენის წინაპირობა არის.  ორი ძლიერი პარტიის გარდა იმ პარლამენტში  არა ერთი, არამედ რამდენიმე – -4-5 პარტია იქნება  კიდევ  და სწორედ მაშინ ჩნდება შესაძლებლობა, მათ თანამშრომლობა ამ ორი პოლუსის მიღმა დაიწყონ .

– ამ მესამე პოლუსის შემქმნელ ძალებად შეგვძლია განვიხილოთ იგივე  მამუკა ხაზარაძის „ლელო“, “ლეიბორისტური ეზოს“ ოპოზიცია,  გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“?

– ახლა პარტიების სამომავლო მოქმედებების ანალიზს ნუ გავაკეთებთ, ცალკე პარტიებზე ნუ ვილაპარაკებთ, მაგრამ ფაქტია, ამომრჩევლის შეკვეთაა, ორი ყოფილი ხელისუფლების საწინააღმდეგო არჩევანი გააკეთდეს.

პარლამენტში შესვლის შემდეგ, ეს პარტიები შეძლებენ თუ არა უფრო დიდი ერთობა და უფრო მყარი მესამე ძალა შექმნან, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. თუმცა, ქართველი ამომრჩეველის შეკვეთა სწორედ ესაა. შეძლებენ თუ არა ისინი პარლამენტში  მესამე პოლუსის შექმნას, ამას ჩვენ ვნახავთ.

– და რაც მთავარია, საკითხავია, შეძლებენ თუ არა ისინი, არ იყვნენ დამოკიდებულნი ან სააკაშვილის,  ან ივანიშვილის ორბიტებზე, არამედ ეს ორი პოლუსი გახდეს მათზე დამოკიდებული…

– საქმე ისაა,  როდესაც მესამე პოლიტიკურ ძალაზე ვსაუბრობთ და ამ ძალის პოლიტიკურ პლატფორმაზე, საბოლოოდ რა კონფიგურაცია მოიხაზება, ამაზე საუბარი მაინც ნაადრევია.

თუმცა, ახალ პარლამენტში რეალობა იქნება შემდეგი – მათ შეიძლება უმრავლესობა ვერ შექმნან, თუმცა, ექნებათ პოლიტიკური ვაჭრობის შესაძლებლობა როგორც  ერთ,  ისე მეორე პოლიტიკურ ძალასთან. მათ შეუძლიათ, ითანამშრომლონ “ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ და “ქართულ ოცნებასთანაც“, “ქოცები“ და “ნაცები“ კი ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლებენ.

აქედან გამომდინარე, მათ ხელთ აქვთ იმის შესაძლებლობა, რეალურად გახდნენ განმაპირობებელი იმ მოცემულობის,  ამ ორი პოლუსიდან რომელი შევა ხელისუფლებაში! რამდენად გააკეთებენ,  ან შეძლებენ,  ეს სხვა საკითხია.

– რას შეძლებენ, ერთი საკითხია, თუმცა, მე-4 პრეზიდენტისგან  წარმატების ფორმულა მესამე ძალისთვის უკვე სახეზეა…

– კი, ბატონო, ეს არის საზოგადოების რეალური მოთხოვნა. ეს შეიძლება მომხდარიყო არჩევნებამდე,  ანუ მესამე პოლუსი არჩევნებამდე შემდგარიყო, რაც ვერ მოხდა, თუმცა, არაფერია გამორიცხული – მესამე პოლუსი უკვე არჩევნების შემდეგ, პარლამენტის შიგნით შეიძლება შედგეს.

 – ამ შემთხვევაში, თუ ექსპრეზიდენტის წარმატების ფორმულა მესამე ძალის პარტიებმა ვერ განახორციელეს, ორპარტიული სისტემის დამკვიდრების ალბათობა ხომ არ გაიზრდება, როგორიც არის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში?

– ამას ვნახავთ. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი რომელიმე ისეთი პარტიის ლიდერად, ვისი პარტიაც შედის პარლამენტში და თქვენი ამომრჩევლის შეკვეთაა – არ იყოთ არც “ნაციონალებისა“ და არც “ოცნებების“ მხარდამჭერი. პარლამენტში შესვლის შემდეგ,  ასეთი პარტიები გადანაწილდეთ, ზოგი  “ქოცებში“,  ზოგი კი – “ნაცებში“ – მაშინ  თქვენ ხომ დაკარგავთ იდენტობასაც და მომავალსაც?

ასეთი პარტიების გადაჯგუფება ორი მთავარი პარტიიდან რომელიმეს ორბიტაზე, ამ პარტიებისთვის დასასრულის დასაწყისია.

აქედან გამომდინარე, თუ ისინი ხელს აწერენ იმაზე, რომ ერთმანეთთან არ გაერთიანდებიან, მაგრამ გადაჯგუფდებიან ორ  მთავარ პოლუსზე – ეს ალოგიკური ქმედება იქნება მათი მხრიდან.

თუმცა, პოლიტიკაში ბევრი რამ არის ალოგიკური, თორემ ამომრჩეველი მათ აირჩევს არა იმისთვის, რომ სხვადასხვა ორბიტაზე გადალაგდნენ, არამედ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში ითამაშონ. თუ ისინი ამაზე უარს იტყვიან, ალოგიკური კი იქნება, თუმცა, არა უცნაური მოვლენა  ქართული პოლიტიკისთვის.

– თქვენ რატომ არ აირჩიეთ რომელიმე პარტია ე.წ.მესამე პოლიტიკური სპექტრიდან და ღიად არ გახვედით საბრძოლო ასპარეზზე , რომლის მხარდაჭერისკენაც თავად მოუწოდეთ საზოგადოებას? მით უმეტეს, თანამშრომლობის შეთავაზება გქონდათ, ასევე, თუ იქნებოდით მაჟორიტარობის კანდიდატი, ყველა ოპოზიციური ძალა დაგიჭერდათ მხარს, მიუხედავად მათ შორის დაპირისპირებისა.

– მინდა გითხრათ, რომ მე ისედაც ვარ პოლიტიკაში. კენჭს არ ვიყრი იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე არ მიმაჩნდა ჩემი პოლიტიკური აქტივობა აუცილებლად რომელიმე თანამდებობის დაკავებით, ან რომელიმე სიაში ყოფნით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მე ვარ პოლიტიკაში.

– მაინც დავაკონკრეტოთ, რომელიმე პარტიასთან ასოცირების გამორიცხვით, ხომ არ დაუტოვეთ შანსი ოპოზიციას, თანაბარ პირობებში იბრძოლონ, რათა  მეოთხე პრეზიდენტის  რეიტინგს უპირატეს მდგომარეობაში არ ჩაეყენებინა მხოლოდ „რჩეული“ პარტია, თუ უბრალოდ,  ვერ ხედავთ ივანიშვილის დამარცხების რეალურ მოცემულობას და ამიტომ გადაწყვიტეთ, არ გააქტიურდეთ პოლიტიკურად?

– პოლიტიკა მედიისთვის ყოველთვის გახსნილი არაა. ძალიან ბევრი რამ რჩება მედიის თვალთახედვის მიღმა. პოლიტიკაში ვიყავი და გავაგრძელებ ყოფნას.

ჩემს მიზანია, საქართველოს პოლიტიკურ პროცესში შეიქმნას მესამე პოლიტიკური ძალა.  ამ პოლიტიკურ მიზანს საარჩევნო სიიდან მოვემსახურები თუ არჩევნების მიღმა პროცესებიდან,  ეს უკვე ტაქტიკის საქმეა.

მე მოვუწოდებ ადამიანებს, რომ თავიანთი მანდატი განუხორციელებელი არ დატოვონ,  მივიდნენ არჩევნებზე და ორი პოლუსის გარდა, მისცენ ხმა სხვა პოლიტიკურ ძალებს – ეს არის საქართველოს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისა და მომავალი კრიზისის დაძლევის  გარანტია.  ამას მოვახმარ ჩემს პოლიტიკურ რესურს.

რუსა მუმლაძე

მარი ხარაშვილი

2020news.ge

 

Share21Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

RelatedPosts

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე
საზოგადოება

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

ავტორი ვაკო კუპრაშვილი
დეკემბერი 23, 2020
0
442

„ალბათ, მომავალ ზაფხულამდე მაინც მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად აქტიური თანაცხოვრება. მგონი, 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი“, –...

წაიკითხე მეტი
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
307
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
146
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020
110
ვარშალომიძე, დეკანოიძე თუ მელია – წყარო პარტიის მომავალ თავმჯდორედ გამოკვეთილ ლიდერს ასახელებს

ვარშალომიძე, დეკანოიძე თუ მელია – წყარო პარტიის მომავალ თავმჯდორედ გამოკვეთილ ლიდერს ასახელებს

დეკემბერი 18, 2020
230
  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

დეკემბერი 18, 2020
ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

დეკემბერი 14, 2020
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

დეკემბერი 12, 2020
მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

დეკემბერი 12, 2020

They Spoke In Monosyllables And Short Jerky

0

The Hottest month in the Sahara desert

0

Nor Would Difference of Country Make Very Essential Difference

0

It was going to be a lonely trip back

0
2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020


Recent News

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
442
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
307
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
146
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020
110

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

Browse by Category

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist