რა პრინციპით გააგრძელებენ მუშაობას იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა სერვისის მისაღებად ვიზიტი მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ს მეშვეობით უნდა დაჯავშნონ.

„იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ. იმისათვის, რომ მოქალაქემ შეიტანოს განაცხადი ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეს იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭიროა მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ს მეშვეობით ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს დაჯავშნოს. ამ პორტალის გვერდის ავლით შენობაში ვერც ერთი მოქალაქე ვერ მოხვდება, ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს, შესაბამისად, დღეიდან ყველას შეუძლია დაჯავშნოს ვიზიტი და ხვალ დილიდან ეწვიოს ამ დაწესებულებებს სასურველი სერვისის მისაღებად. ერთადერთი სერვისი, რომელიც ჯერჯერობით ხელმიუწვდომელი რჩება, არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს გულისხმობს გარკვეული რაოდენობის ადამიანთა ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში. დროებითი წესი იმოქმედებს სულ მცირე საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდსიტუაციის შეფასების კვალდაკვალ ამის კორექტირებას შევძლებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შენობაში არ დაიშვება არავინ პირბადის გარეშე, ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები”, – განაცხადა წულუკიანმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.