რა უნდა წაშალოთ Facebook-იდან თქვენი უსაფრთხოებისთვის

Facebook-ი დიდი ხანია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანები ძალიან პირად, ხშირ შემთხვევაში კი, – პიკანტურ დეტალებს არა მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში მეგობრებს, არამედ უცხო ადამიანებსაც უზიარებენ. Independent-ი სოციალური ქსელების მომხმარებლებს ურჩევს, საკუთარი გვერდიდან წაშალონ და საჯაროდ არ გამოაქვეყნონ პირადი ინფორმაციის შემცველი კატეგორიები:

1. დაბადების თარიღი – თაღლითებს, რომელთაც სოციალური ქსელების მომხმარებელთა შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის ან მათი საბანკო მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღება სურთ, მიზნის მისაღწევად ძალიან ეხმარებათ ადამიანის დაბადების თარიღის ცოდნა.

2. ტელეფონის ნომერი – მისი საჯაროობა ყველაზე მარტივ შემთხვევაში, არასასურველი თაყვანისმცემლებისგან გამუდმებულ სატელეფონო ზარებს მოგიტანთ, ან შესაძლოა, ნომერზე კვლავ თაღლითური მიზნებისთვის დაგიკავშირდნენ და დარწმუნებულმა იმაში, რომ იურიდიული პირი გიკავშირდებათ, საკუთარი ნებით გათქვათ პირადი ინფორმაცია.

3. თქვენი Facebook „მეგობრების” დიდი ნაწილი – პირადი პოსტები საჯარო რომ არ გქონდეთ და მხოლოდ მეგობრებს უზიარებდეთ, საჭიროა, იცოდეთ, რომ სოციალური ქსელის მეგობრებს შორის ნამდვილად თქვენი მეგობრები არიან და არა ყალბი გვერდები ან კონკრეტული მიზნებისთვის „დამეგობრებული” ადამიანები.

4. ოჯახის წევრ არასრულწლოვანთა და ბავშვების ფოტოები – გარდა იმისა, რომ ბავშვისავე უსაფრთხოებისთვისაა ცუდი, ყველამ იცოდეს რომელ სკოლაში დადის, სად ერთობა, სად ცხოვრობს, ასევე არაა გამორიცხული, უკვე სრულწლოვან ასაკში მას გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა იმის გამო, რომ ბავშვის პირად ინფორმაციას აქვეყნებდით. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ბოლო დროს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. არაა სასურველი, პოტენციურმა დამნაშავეებმა იცოდნენ თქვენი ოჯახის მცირეწლოვანი წევრის შესახებ პირადი ინფორმაცია.

5. Android-ებსა და iPhone-ებზე გათიშეთ ადგილმდებარეობის მანიშნებელი სერვისი. ასევე, შეწყვიტეთ ხშირად ე.წ. Check In-ი სხვადასხვა ადგილებიდან.

6. ურთიერთობის სტატუსი – არაა სასურველი, უცხო ადამიანებს გააგებინოთ, ვისთან გაქვთ ურთიერთობა ან ვის დაშორდით.

ბოლო დროს დადასტურდა, რომ სოციალური ქსელი სურაც არაა პრივატული სივრცე და მომხმარებელთა პირადი მონაცემებით ადამიანებით მანიპულირებაცაა შესაძლბელი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Facebook-იდან მილიონობით მომხმარებლის ინფორმაცია მოიპარეს.

მსოფლიო მედიაში გამოქვეყნდა რამდენიმე გამოძიება Cambridge Analytica-ს საქმიანობაზე, რომელიც დონალდ ტრამპის კამპანიაზე მუშაობდა.

ამ მასალების თანახმად, კომპანიამ უკანონოდ მიიღო Facebook-ის 75 მილიონ მომხმარებელზე მონაცემები, რათა ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამა შეექმნა.

Facebook-ის დამაფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მომხდარის გამო საჯარო ბოდიში მოიხადა.

18 მარტს მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ Facebook-ისა და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მარკ ცკერბერგმა ამერიკელ კანონმდებლებს სენატში ჩვენება მისცა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.