როგორია თბილისის წილი საქართველოს ეკონომიკაში – რა ხდება სამეზობლოში (სტატისტიკა)

თბილისში საქართველოს ეკონომიკური აქტივობის ორ მესამედზე მეტია თავმოყრილი. საქსტატის 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის საწარმოთა ფინანსური ბრუნვის 72.4% სწორედ თბილისზე მოდის. თბილისი დასაქმებულთა რაოდენობითაც ლიდერობს. დედაქალაქში საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობის 65% – ს აღწევს. რეგიონებიდან საწარმოთა ბრუნვის მიხედვით მეორე ადგილზე ქვემო ქართლია 7.2 %-ით.

საწარმოთა ბრუნვის მიხედვით რეგიონების წილი:

1 თბილისი – 72.4 %

2 ქვემო ქართლი – 7.2 %

3 აჭარა – 6.8%

4 იმერეთი – 4.5%

5 სამეგრელო ზემო სავანეთი – 3.2%

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

1 თბილისი – 65%

2 აჭარა -9.5  %

3 იმერეთი – 6.9%

4 ქვემო ქართლი – 5.5%

5 სამეგრელო ზემო სავანეთი – 4%

საქსტატის მონაცემებით, თბილისის მოსახლეობის საშუალო წლიური შემოსავალი დაახლოებით 15 ათასი ლარია ერთ სულ მოსახლეზე.თბილისის მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს აჭარის მოსახლეობის შემოსავალია – ერთ სულ მოსახლეზე 8 ათასი ლარი.
დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოს სამეზობლოში. მაგალითად, ბაქოს წილი აზერბაიჯანის ეკონომიკაში 76%-ია. ერევანზე სომხეთის ეკონომიკის 41% მოდის. რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით განვითარებულ ქვეყნებში? მაგალითად, მსოფლიო ფინანსური ცენტრების – ნიუ-იორკის,ლონდონისა და ტოკიოს წილები, შესაბამისად, 9%, 22% და 32%-ია.

city.kvira.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.