შაბათი, დეკემბერი 4, 2021
detective
მთავარისაზოგადოება"როგორც არ უნდა შეგკრან, შეგკოჭონ, შენ მაინც უნდა გაცურო, ბოლომდე უნდა გაცურო"...

“როგორც არ უნდა შეგკრან, შეგკოჭონ, შენ მაინც უნდა გაცურო, ბოლომდე უნდა გაცურო” – დღეს დარდანელის გმირი 75 წლის გახდა

დღეს ცნობილი ქართველი მოცურავე, ჰენრი კუპრაშვილი 75 წლის გახდა. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო “INFO NEWS”-ი უერთდება მილოცვას და ბატონ ჰენრი კუპრაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და კიდევ ბევრ წარმატებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორს, გადამდგარ პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველს, ვიცე-პოლკოვნიკს, ომის ვეტერანს, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს ჰენრი კუპრაშვილს მიღებული აქვს ჯილდოები: 1. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი; 2. მედლები: ბაირონის (ოქრო, დიდი ბრიტანეთი), “მხედრული მამაცობისათვის” (საქართველო), “სამაგალითო სამსახურისათვის” (უკრაინა), “თავისუფლების მსოფლიო მედალი” (ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი) და სხვ. იგი არის წლის ადამიანი – 2002 (გაზეთი “ახალი ეპოქა”)…

მსოფლიო მასმედიის მიერ მისთვის შერქმეული თიკუნები “ადამიანი დელფინი” (ტ/კომპანია CNN – სი-ენ-ენ-ი), “წყლის პრომეთე”, “დარდანელის გმირი”, “სრუტეთა მბრძანებელი”, “კაცი ლეგენდა” და სხვ.

ჰენრი კუპრაშვილს ვარჯიშებსა და შეჯიბრებებზე გაცურული აქვს 45 ათას კილომეტრზე მეტი.

მისი მოღვაწეობა მრავალ სფეროს მოიცავს:

I. ჰენრი კუპრაშვილი სპორტში:

მან კაცობრიობის ისტორიაში პირველმა გაცურა 2 კმ. “მხედრული კოლხურით” (ცურვის ქართული სამხედრო-საწვრთნელი სტილით, ოთხგან ხელფეხშეკრულმა) “ლაგუნა ვერეს” აუზში – 28.01.2001. 

მან მსოფლიოში პირველმა “მხედრული კოლხურით” (ოთხგან ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, 12 კმ. – 30.08.2002, ჩანაქკალე, თურქეთი;

იგი არის ფუძემდებელი:

•    მსოფლიოში სრუტეთა ახალი წესით გადაცურვისა;
•     ქართული (კოლხურ-იბერიული) სტილით ცურვისა;
•     საქართველოში პარაცურვისა.

იგი არის პირველი: 

•    მწვრთნელი, როლის აღზრდილიც (ნიკა თვაური) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გახდა ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი (2011, თურქეთი).
•     მოცურავე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გახდა ზამთრის (ყინულჭრილში) ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი (2018, ტალინი,ესტონეთი).
•     ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე; 
•     ქართველი მოცურავე „ოუშენმენი“ (OCEANMAN). 

იგი არის: 

•    მსოფლიო ჩემპიონი (მასტერს): ბიატლში (ინდივიდუალური) – 2018 (ჰურგადა, ეგვიპტე); ბიატლში (გუნდური) – 2015); ტრიატლში (გუნდური) – 2015; ბრინჯაოს პრიზიორი ტრიატლში (ინდივიდუალური) – 2018 (ჰურგადა, ეგვიპტე). ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ბიატლში (ინდივიდუალური) – 2019 (მაშიკუ, პორტუგალია).
•     მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ზამთრის ცურვაში (2018, ტალინი ესტონეთი);
•     მონაწილე: ბოსფორის სრუტის თავისუფალი სტილით საკონტინენტთაშორისო გადაცურვის – 07.07.2013 (სტამბოლი); მსოფლიო რბენის, სირბილში სხვადასხვა  ნახევარმარათონებისა და სხვ.

II. ჰენრი კუპრაშვილმა გარდა სპორტისა წარმატებას მიაღწია სხვა მრავალ სფეროში: სამეცნიერო, სასწავლო, ეროვნული მოძრაობა, საზოგადოებრივი…

მეცნიერი, პედაგოგი და პუბლიცისტი:

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი; ავტორი 5 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოსი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, პრესაში გამოქვეყნებული 400-ზე მეტი სტატიის, ინტერვიუსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული 50-ზე მეტი მოხსენებისა. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 17 სადოქტორო დისერტაცია.

ავტორი და ხელმძღვანელი ეროვნული უშიშროების საბჭოში 1996 წელს დაწყებული 2 პროექტისა “დიდგორი” და “აისი”, ასევე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული მულტი და ინტერსციპლინური სასწავლო-სამეცნიერო პროექტისა “პოლიტიკა სამსჯავროზე”.

არის: 1973 წელს შექმნილი ნახევრად არალეგალური დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის – ჩოხოსნები 1973 დამაარსებელი და დღემდე მისი უცვლელი თავმჯდომარე; 1990 წელს შექმნილი საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია “აიეტის” დამაარსებელი და თავმჯდომარე; ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი; საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი;

არჩეული იყო: საქართველოს ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია “იმედის” საწინამძღვროს წევრად (1989-1991); საქართველოს სახალხო ფრონტის დარბაზის წევრად (1989-1992) და სხვ. 

ჰყავს მეუღლე, 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი.

III. ჰენრი კუპრაშვილი მწვრთნელი – მისმა აღზრდილებმა მისი ხელმძღვანელობით:

•    11 მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო კოლხურით ცურვის პირველ შეჯიბრებაზე (2004 წელს ლაგუნა ვერეზე შექმნა კოლხურ-იბერიული სტილით ცურვის შემწავლელი მსოფლიოში პირველი ჯგუფი და ცურვა შეასწავლა დემირელი კოლეჯის მოსწავლეებს).

•    ვოვა გოიაშვილის ხელშეწყობით, ლაგუნა ვერეს მწვრთნელ დიმიტრი დიკთან ერთად მისმა მომზადებულმა ნინო ბასილაიამ (11 წლის), ანი სიჭინავამ (11 წლის), ირაკლი შენგელიამ (12 წლის), თემურ კობახიძემ (12 წლის), ნასტია გრივაჩმა (13 წლის), დათო ბარდაველიძემ (14 წლის) და თიკა ბაკურაძემ (15 წლის) 2006 და 2007 წლებში მსოფლიოში პირველებმა „მხედრული კოლხურით“ ჯგუფურად გადაცურეს თბილისის ზღვა (4 კმ. დისტანცია).

•    11 წლის ჯიმიკო ბროძელმა „მხედრული კოლხურით“ (ცურვის სამხედრო-საწვრთნელი სტილი) გადაცურა თბილისის ზღვა (03.08.2008), ამზადებდა დარდანელის სრუტის გადასაცურად, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ჩაიშალა; 

•    SB11 კატეგორიის პარამოცურავემ, ორივე თვალით უსინათლო და მარჯვენა ხელის მტევანამპუტირებულმა ნიკა თვაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე (ქ. ალანია, თურქეთი, 04.04.2011) ბრასით სტილით ცურვაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი; 

•    17 წლის ანა ლომინაძემ „მხედრული კოლხურით“ გადაცურა დარდანელის სრუტე (30.08.2012).

ამავე დროს იგი არის ავტორი: სპორტული ტანვარჯიშის კოლხურ-იბერიული კომპლექსისა და ქართული ცურვის სახელმძღვანელოსი. კეთილი ნების ელჩი: ფრთები სიცოცხლისათვის (Wings for Life); ოუშენმენის შვეიცარიის ტურის; ღია წყალზე საერთაშორისო შეჯიბრების „თბილისის ცურვის ფესტივალი“ და სხვ.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
861,883
დადასტურებული შემთხვევები
Updated on December 4, 2021 3:46 pm

უახლესი

შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

0
შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა“შქმერის” მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში, ეკონომიკისა და...

7 ნოემბერი – უღალატა ამომრჩეველს, არ უღალატია სახელმწიფოსათვის

0
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ოპოზიციის მიტინგის გამართვის დროდ 7 ნოემბრის გამოცხადებას ბევრში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა - თვით გაერთიანებული ოპოზიციის რიგებშიც კი. ამ...

ჩვენ ერთად შევძლებთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გახდეს თითით საჩვენებელი რეგიონში – გიორგი წიკლაური

0
დასასრულს მიუახლოვდა საარჩევნო კამპანია, მღელვარება კი უფრო და უფრო იმატებს. თუმცა ვიცი, რომ ეს მღელვარება უსაფუძვლოა, რადგან ყოველი შეხვედრა თქვენთან, ჩემს ამომრჩეველთან, თავდაჯერებულობას მმატებდა,...

ჩემი სამომავლო გეგმები მთლიანად რაჭას და ონის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომლის...

0
ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის.- ამის შესახებ „ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...