გასული წლის ნოემბრის ბოლოს ბრიტანელმა ექიმმა ინფექციონისტმა სტივენ კემპმა გენეტიკის გლობალურ ბიბლიოთეკაში კორონავირუსის ის მუტაციები აღმოაჩინა, რაც კემბრიჯის საავადმყოფოში ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა და რომლის ნიმუშებსაც ის მანამდე შეისწავლიდა. 2 დეკემბერს მან ამის შესახებ კოლეგას, ვირუსოლოგ რავინდრ გუპტას მისწერა, რომელიც უშუალოდ მკურნალობდა ამ პაციენტს.
მეტნაკლებად შემაშფოთებელი ცვლილებების შესწავლისას, კემპმა შენიშნა, რომ ყველა ეს ცვლილება უკავშირდებოდა წანაზარდების მუტაციას, რითაც ვირუსი ადამიანის ორგანიზმის უჯრედს ეჭიდება. მკვლევარებმა მაშინ ჯერ არ იცოდნენ, რომ მათ პირველებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი, უფრო ინფექციური ვარიანტი, რომელმაც მალე მოიცვა დიდი ბრიტანეთი, შემდეგ კი სხვა ქვეყნები. წერს The New York Times სტატიაში “ბრიტანული” შტამის აღმოჩენის ისტორიის შესახებ. ამ აღმოჩენას კი საფუძველი მარტში ჩაეყარა, როცა ბრიტანეთმა ახალი კორონავირუსის ნიმუშების გენომების სეკვენირება დაიწყო. პროექტმა სტარტი 4 მარტს აიღო. იმ დროისთვის, ინფიცირებულთა რაოდენობა ბრიტანეთში მხოლოდ რამდენიმე ასეული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, პროექტი 20 მილიონი ფუნტით დაფინანსდა.
კორონავირუსზე პაციენტებისგან აღებული ნაცხის ნიმუშები მთელი ბრიტანეთიდან სენგერის ინსტიტუტის ლაბორატორიაში იგზავნებოდა. იქ მათ სპეციალურ საყინულეებში ინახავენ და მათ საფუძველზე ქმნიან კორონავირუსის გენომების ერთგვარ რუკებს, რომლებსაც ტვირთავენ საერთაშორისო ონლაინ-ბაზაში.
„დიდმა ბრიტანეთმა ბევრი შეცდომა დაუშვა ამ პანდემიის დროს და წარსულიდან ვერ აითვისა გაკვეთილი, რომ საჭიროა სწრაფი რეაგირება – აცხადებს NYT-თან საუბარში ბრიატეთის წამყვანი ეპიდემიოლოგი და მთავრობის ყოფილი მრჩეველი ნილ ფერგიუსონი. – სამაგიეროდ ბრიტანეთში არსებობს კოვიდზე დაკვირვების სისტემა, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს. ჩვენ მცირე ცვლილებების აღმოჩენაც კი შეგვიძლია“.
ახლა ბრიტანეთს ნახევარი ძალისხმევა სჭირდება კორონაცირუსის გენომების ინვენტარიზაციისთვის: მან საერთო ონლაინ ბაზაში ვირუსის გენომის 165 ათასი ვარიანტი ჩატვირთა. შედარებისთვის – აშშ-მ ჩატვირთა 74 ათასი ვარიანტი, გერმანიამ კი – დაახლოებით 3400.
ვირუსის იმ ნიმუშებს შორის, რომელთა სეკვენიერაბ 2020 წლის ნოემბერში მოხდა, იყო კემბრიჯის საავადმყოფოში, ექიმ გუპტას პაციენტისგან აღებული ნიმუშიც. ეს იყო მამაკაცი, 70 წლის, ლიმფომით. სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებმა მისი იმუნიტეტი დაასუსტეს: თერაპიის რამდენიმე რაუნდის შემდეგაც კი (მათ შორის იყო პლაზმური თერაპიაც ანტისხეულებით, რაც გამოჯანმრთელებული პაციენტებისგან აიღეს), მის ორგანიზმში ვირუსი არ გაქრა. ამის ნაცვლად, მან მუტაცია დაიწყო.
აგვისტოში მამაკაცი გარდაიცვალა ისე, რომ არავინ დაუინფიცირებია. საავადმყოფოში ყოფნის 101 დღის განმავლობაში, მის ორგანიზმში არსებული ვირუსის გენომის სეკვენირება დაახლოებით 20-ჯერ მოხერხდა. ამ პაციენტისგან გამოვლენილმა მუტაციამ კორონავირუსის წანაზარდების ცილის ფორმა შეცვალა, რამაც ის უფრო გადამდები გახადა, სხვა მუტაცია ვირუსის ცილას ეხმარებოდა უფრო მჭიდროდ დაკავშირებოდა ადამიანის უჯრედს
საერთო ჯამში, ამ ადამიანის ორგანიზნში არსებულ ვირუსის 23 მუტაცია აღმოაჩინეს, რაც მას მანამდე ცნობილი, უჰანური ვირუსისგან განასხვავებდა იმდენად, რომ ის ვირუსის ახალ ვარიანტად მიიჩნიეს.


პროფესორი რავი გუპტა და ექიმი სტივენ კემპი
ექიმი კემპი რამდენიმე დღის განმავლობაში ადარებდა ამ მუტაციებს ონლაინ-ბაზასთან და 2020 წლის ნოემბერში აღმოაჩინა, რომ მასში უამრავი ვირუსული გენომია, ძირითადად დიდი ბრიტანეთიდან. ახალი შტამის ამ ცვლილებებმა განსაკუთრებით შეაშინეს მეცნიერები. მოგვიანებით ისინი დარწმუნდნენ, რომ ვირუსის ეს ვარიანტი უფრო მეტად გადამდებია – დაახლოებით 30-50%-ით.
ამ აღმოჩენამ მალე მიაღწია კონსორციუმამდე: მისი წევრები რეგულარუად აწყობენ შეხვედრებს Slack-ის მესენჯერში.
დაახლოებით ამავე დროს ინგლისის ჯანდაცვის ექსპერტები ცდილობდნენ ქვეყანაში, კონკრეტულად კი კენტის საგრაფოში კორონავირუსის ახალი აფეთქების მიზეზების დადგენას. ამ აფეთქების მიმართ არაეფექტური აღმოჩნდა ხელისუფლების მიერ ეპიდემიის შესაჩერებლად გატარებული ზომები.
11 დეკემბერს კონსორციუმმა წარუდგინა ხელისუფლებას დასკვნა, რომ ახალი აფეთქების მიზეზი ახალი შტამია. 22 დეკემბერს კი მეცნიერებმა აღიარეს, რომ მის წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო მკაცრი ზომების მიღება – მათ შორის სკოლების დახურვა – აუცილებელია.
ამის მიხედავად, პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ინგლისში ლოქდაუნი მხოლოდ 4 იანვარს გამოაცხადა.
თუმცა, ბრიტანეთმა მოასწრო განგაში აეტეხა, რათა სხვა სახელმწიფოებისთვის შეეტყობინებინა, რომ მასთან საზღვრები დაეკეტა და მოეძებნათ პაციენტები ახალი შტამით. ბოლო მონაცემებით ის უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში აღმოაჩინეს.
ბრიტანელმა მეცნიერებმა დროულად გამოაქვეყნეს კვლევები, რამაც სკეპტიკოსებიც კი დაარწმუნა ვირუსის ახალი შტამის არსებობის შესახებ.
ახლა გუპტა და კემპი კოვიდზე ვაქცინირებულთა სისხლის შრატს იკვლევენ, რათა დაადგინონ, შეუძლია თუ არა კორონავირუსის ახალ ვარიანტს არსებული ვაქცინების ეფექტურობა შეასუსტოს.