როგორ დაამარცხა ეპიდემია მეფე ერეკლემ – “ქალაქში მრავალი ყვავილი გაჩნდა და გახიზვნას ვაპირებდით”

ეპიდემიებმა მსოფლიოში ფეხი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მოიკიდა, თავდაპირველად “შავი ჭირის” სახელით ცენტალური აზიიდან ევროპიაში შევიდა. წინა აზიიდან ევროპისკენ მიმავალი უმოკლესი გზა კი საქართველოზე გადიოდა, რა თქმა უნდა, ამ საშინელი დაავადების გავრცელებას ვერც ჩვენი ქვეყანა ასცდებოდა.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ძველ დროში, ხევსურეთში, შატილის მახლობლად სოფელ ანატოსში მძიმე სენი გავრცელებულა. სოფლის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ თვითოზოლაცია გამოეცხადებინათ, აუშენებიათ ორი აკლდამა და როდესაც თავს ცუდად იგრძნობდნენ, მიდიოდნენ აკლდამაში და იქ კვდებოდნენ; ვინც გაქცევას დააპირებდა, ხოცავდნენ.

ძველ საქართველოში ყვავილის ეპიდემიას, რომელიც ძირითადად ბავშვებში ვრცელდებოდა, ასე ებრძოდნენ – ყვავილი რამდენადაც შინაურ ცხოვლებსაც ემართებოდა, მაგალითად ძროხის რძეს ხელებზე გადაავლებდნენ მოზარდს, რათა მათ ორგანიზმს ანტისხეულები გამოემუშავებინათ ყვავილის მძიმე ფორმის მიმართ.

1772 წელს საქართველოში, კერძოდ თბილისში “შავი ჭირის” ეპიდემია მძვინვარებდა, რომელმაც მასიური ხასიათი მიიღო. მეფე ერეკლეს, რომელიც წერდა, რომ “ქალაქში მრავალი ყვავილი გაჩნდა და გახიზვნას ვაპირებდითო”. გაუცია ბრძანება, რომ ყვავილის წინააღმდეგ პირველად მისი ვაჟი აეცრად, რათა სხვას ერწმუნა, რომ ეს საშიში არ იყო და პირიქით სასარგებლო იყო.

ამ ისტორიულ ფაქტს აღწერს თავის ჩანაწერებში ცნობილი გერმანელი მეცნიერი იოჰან გიულდენშტეტდცი, რომელიც იმ დროს საქართველოში მოგზაურობდა. მას დამთავრებული ჰქონდა ბერლინის სამედიცინო ქირურგიული სასწავლებელი და ოდერის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული.

საქართველოში იკვლევდა დაავადებათა მკურნალობის ადგილობრივ მეთოდებს და აღწერილიც აქვს მედიკამენტთა ვრცელი სია, რომელსაც საქართველოში იყნებდენ.

გერმანელი მეცნიერი წერდა: “ამ სიტუაციაში ერეკლემ ნება დართო კათოლიკე პატრებს, ყვავილის წინააღმდეგ პირველი მისი შვილი ბატონიშვილი იულონი აეცრათ. ამით მეფემ მაგალითი უჩვენა ერს, რომ აცრები არ არის საშიში და ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა”. ერეკლე მეფე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საფუძველი დაუდო და დასაბამი მისცა აცრებს საქართველოში.

1919-1920 წლები საქართველოსთვის დიდი ეპიდემიის ხანა იყო. 1919 წლის ზამთარში დედაქალაქში ტიფმა იფეთქა და ასეულობით ადამიანი დაიღუპა. აპრილში ტიფის ეპიდემია ჩაცხრა, თუმცა, მალეევე ახალი სენი გავრცელდა “შავი ჭირი”. დასნეულებულ ადამიანებს არამიანცის სავადმყოფოში მკურნალობდნენ მაგრამ უშედეგოდ.

გაზეთი “ერთობა” თავის სტატიაში ამ პერიოდს დეტალურად აღწერს ” თბილისში ხოლერა გაჩნდა, დასნელუბელები არიან ადამიანები, დასნეულდნენ ექიმები, საავადმყოფოს მთავარი ექიმი ციციშვილი, ექიმი სლუცკაია და სხვები. რას აკეთებს ქალაქის სანიტარული ორგანო ამ საშინელი ეპიდემიის ხანაში”.

ტფილისის თვითმმართველობას ჩაუტარებია თათბირი, სადაც სამედიცინო- სანიტარული ბიუროს გამგეს მიქელაძეს მოუთხოვია ქალაქის მაქიმალურად გაწმენდა ნაგვისგან, ფეკალიებისგან და ნარჩენებისგან; ასევე მიქელაძეს ტფილისის თვითმმართველობისთვის წარუდგენია ხარჯთაღრიცხვა ქოლერის საწინაღმდეგ ვაქცინაციისა და აცრების ჩასატარებლად.

თვითმმართველობას თხოვნით მიუმართავს დამფუძნექბელი კრებისთვის, რათა ბიუჯეტიდან გამოეყოთ 100 ათასი რუბლი, სუფთა სასმელი წყლის შესაძენად, რადგან დაავადება ყველაზე სწრაფად წყლის საშუალებით ვრცელდებოდა.

ტფილისის თვითმმართველობამ თხოვნა გაუგზავნა სამხედრო- სამედიცინო ლაბორატიორიისთვის, რათა მათ ქოლერის საწინააღმდეგო სპეციალური ვაქცინა დაემზადებინათ. სამხედრო- სამედიცინო ლაბორატორიას უსასყიდლოდ დაურიგებია აცრისთვის საჭირო 10 ათასი ვაქცინა და მუშაობა დაუწყია ახალი ვაქცინის შესაქმნელად. როგორც იმდროინდელი პრესა წერდა, სწორედ სამხედრო- სამედიცნო ლაბორატორიის მიერ დამზადებულმა ვაქცინამ “შეაჩერა ტიფლისში ქოლერის ეპიდემია”.

1920 წლის ივლისში, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეითდან, აზერბაიჯანიდან დაემუქრა ეპიდემიის გავრცელების საფრთხე. იმავე წელს ყირიმში ქოლერა მძვინვარებდა, კონსტენტინეპოლში კი “შავი ჭირი”.

იმდრინდელი პრესა წერდა, რომ არის საშიშროება რომ ეს გადამდები დაავადებები სულ მალე ბათუმში, შემდეგ კი ტიფლისში გავრცელდეს”.

სამხედრო- სამედიცინო ლაბორტაორიის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში კი მხოლოდ სექტემბერში საქართველოში ქოლერის დავადებულთა რიცხვამ 32 მიაღწია, შავი ჭირით კი 43 ადამიანი იყო დაავადებული.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია