როგორ ეხმარებოდა კრემლი პატრიოტთა ალიანსს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის “გამართლებაში”

პატრიოტთა ალიანსის რუსეთთან კავშირების შესახებ ცენტრი დოსიე ახალ მასალებს აქვეყნებს, რომლებშიც ასახულია რუსული “კონტრარგუმენტები”, ალიანსის ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის გასამართლებლად.

დოსიეს მიერ გამოქვეყნებულ მასალებსა და დოკუმენტში წერია, რომ გამოძიების პირველი ნაწილის გამოქვეყნება პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს დაემთხვა, რამაც მათ მიმართ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ამის მოგერიებაში კი პარტიის დახმარებას მოსკოვიდან ცდილობდნენ წინასწარ დაწერილი პასუხებით. ამ თეზისებით ალიანსის ლიდერებს ჟურნალისტებისა და ოპონენტების კრიტიკული პოზიციები უნდა მოეგიერებინათ.

სწორედ ამ დოკუმენტში წერია, რომ მთავარი აქცენტი ილორის ტაძრისთვის ხატის შეწირვაზე და აფხაზეთთან დიალოგის აუცილებლობაზე უნდა გააკეთონ. დოკუმენტში მოყვანილი თეზისები ემთხვევა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის რიტორიკას აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ.

 

 

დოსიე პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სტრატეგიაზე და იმ აქტივობებზეც აქვეყნებს ინფორმაციას, რითაც მათ უახლოეს მომავალში უნდა იხელმძღვანელონ. ეს აქტივობები მოიცავს საპროტესტო აქციებს, პიკეტირებებს და საარჩევნო დაპირებებს:

  • აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში აჭარის მცხოვრებლების მიერ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება. განმახორციელებლები შეიძლება იყონ — რიგითი მუშები, ტურიზმისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულები, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქციის ორგანიზატორი კი საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი მუსულმანი და ქრისტიანი ძმები ან სხვა ძალა, მაგალითად, ახალშექმნილი აჭარის დაცვის არაფორმალური კომიტეტი და სხვა.
  • მაჟორიტარი კანდიდატების აქცია — “წაიყვანე ბავშვები სკოლაში”, რაც მაჟორიტარი კანდიდატების მიერ ღარიბი ოჯახის ბავშვებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას გულისხმობს.
  • 8 სექტემბერს, ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია თემაზე: “სიმართლისა და ობიექტურობისთვის”. მიწვეული სტუმარი პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, დავით-თარხან მოურავი იქნება.
  • მორიგი ინიციატივა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ეხება, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა შეეძლოთ. პატრიოტთა ალიანსი საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო ყუთების გახსნის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.

ასევე, ცენტრი აქვეყნებს აგიტატორებისა და პარტიის მხარდამჭერებისთვის განკუთვნილს გეგმას, რომელშიც საუბარია იმაზე, რა აქცენტები უნდა ჰქონდეს მათ გამოსვლებს და როგორ უნდა იმუშავონ მასასთან.

აგიტატორების სამუშაო გეგმა და პატრიოტთა ალიანსის სააარჩევნო მესიჯები

აგიტატორების სამუშაო გეგმა და პატრიოტთა ალიანსის სააარჩევნო მესიჯები

ფოტო: ცენტრ დოსიე

 

დოსიე, აგრეთვე, პატრიოტთა ალიანსის ლიედერებისთვის განკუთვნის წერილს აქვეყნებს კურატორებთან. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა პატრიოტთა ალიანსის არაოპერატიულობის გამო, მოსკოველ, კრემლთან დაახლოებულ კურატორებს მათთან კამათი უწევთ, რასაც პარტიაშიც “გაღიზიანებულად” პასუხობენ, თუმცა მათ ძირითად დავალებებს მაინც ასრულებენ.

მოსკოველი კურატორებისგან გაგზავნილი კრიტიკული წერილი პატრიოთა ალიანსს

მოსკოველი კურატორებისგან გაგზავნილი კრიტიკული წერილი პატრიოთა ალიანსს

ფოტო: ცენტს დოსიე

 

დოკუმენტებში წერია, რომ პატრიოტთა ალიანსი 80-მდე ადამიანის შეგროვებასა და აგვისტოს ბოლომდე ვიდეორგოლების დამზადებას აპირებს, სადაც ადამიანები პარტიის მიმართ მხარდაჭერასა და სიმპატიას გამოხატავენ.

ამ სიაში მოხვდა: პოეტები საღლიანი და ოთარაშვილი, კომპოზიტორები სეფიაშვილი და მჟავია, მომღერლები თამარაშვილი, გელაშვილი, მამალაძე, მსახიობი ჭიჭინაძე, მხატვრები ხერკილაძე და სირბილაძე, ბალერინა ნიორაძე, ფეხბურთელი ინალიშვილი, კარატისტი კაკაბაძე და ლომია, კულტურის პალატის ხელმძღვანელი ოქიტაშვილი, მწერალთა კავშირიდან გონაშვილი, ყოფილი ომბუდსმენი დევდარიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია და სხვა.

 

ფოტო: ცენტრ დოსიე

 
 

პატრიოტთა ალიანსის შესწორებები რუსი პოლიტექნოლოგების შემუშავებულ საარჩევნო მესიჯბოქსებზე

ფოტო: ცენტრ დოსიე

ცენტრის ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსი დათანხმდა გადაეცა რუსი პოლიტტექნოლოგიებისთვის მასალები, რომლებიც შეიცავს ამომრჩეველთა მისამართებს და სახლებში სადარბაზოებისა და ბინების რაოდენობას. ამ ინფორმაციის მოთხოვნის მიზეზად რუსეთში ალიანსის საარჩევნო გაზეთების გასავრცელებლად საჭირო რაოდენობის განსაზღვრა დაასახელეს.

დოკუმენტში, ასევე, წერია, რომ აგვისტოს ომის წლისთავზე მოსკოვიდან პატრიოტთა ალიანსს აქციის გამართვა სთხოვეს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა მათ კურატორებს მისწერეს, რომ ირმასა და დავითის მონაწილეობით გადაცემები 6, 7, 9 და 10 აგვისტოს გავიდა ეთერში. 8 აგვისტოს კი მხოლოდ კლიპები გაუშვეს. პატრიოტთა ალიანსში ომის წლისთავზე მიტინგის მოწყობაზე უარი თქვეს, რადგან მათივე თქმით, ამას მათ ხალხი ვერ აპატიებდა და ამის მოთხოვნა თბილისში არსებული სიტუაციის სრული ვერ გაგებაა.

დოსიეს მიერ გამოქვეყნებული გამოძიების პირველ ნაწილს, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარტია მოსკოვიდა რვა მილიონით ფინანსდება და მას კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგები კურირებენ, გამოეხმაურნენ როგორც ოპოზიციაში, ისე მმართველი გუნდში. მმართველი გუნდის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ პატრიოტთა ალიანსს ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების ფაქტი დაუდასტურდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება. თავად პატრიოტთა ალიანსის ერთე-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა კი ბრალდებები უარყო და განაცხადა,რომ რუსეთიდან დაფინანსებას არ იღებს.

ალიანსზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პროკურატურასაც მიმართა, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ ეს მათ არ ეხებათ და საქმე აუდიტის სამსახურს გადასცეს.

on.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.