როგორ მიიღო რამდენიმე „მხედრიონელმა“ „აფხაზეთის მოქალაქეობა“ – ახლი სკანდალი სოხუმში

აფხაზეთში მორიგი პოლიტიკური სკანდალი აგორდა. მიზეზი ისაა, რომ დეფაქტო პარლამენტში შექმნილმა საგანგებო კომისიამ იმ მოქალაქეთა სიაში, ვინც 2017 წელს ახალი ფახაზური „პასპორტები” მიიღო, ქართველი „მხედრიონელები” აღმოაჩინა. ამის შესახებ გამოცემა „აფსნი.იაჰია” იუწყება.

ხსენებულმა კომისიამ გალში „პასპორტების” უაკანონო გაცემის სულ 4 შემთხვევა გამოავლინა და ამის გამო ადგილობრივი ე.წ. საპასპორტო მაგიდის ხემლძღვანელის გადაყენებას ითხოვს.

ამ თემაზე პარასკევს დე ფაქტო პარლამენტში საგანგებო მოსმენა გამართა. „დეპუტატმა” დიმიტრი დბარმა აღნიშნა, რომ „პასპორტები” გალში მცხოვრებმა ვინმე ჭოლარიებმა მიიღეს, რომელებიც აფხაზეთის ომში მონაწილეობდნენ და „მხედრიონის” წევრები იყვნენ.

დბარმა ასევე განაცხადა, რომ კიდევ ორ გალელს – ჟანა კოლბაიას და ირაკლი მიქავას ყოფილ „ვიცე-პრეზიდენტ” ვიტალი გაბნიას ყალბი ხელმოწერის საფუძველზე გაუგრძელდა ვადა.

თუმცა, „დეპუტატმა” კახა პერტაიამ განაცხადა, რომ „პასპორტები” არა თავად „მხედრიონელმა” ჭოლარიებმა, არამედ მათმა მშობლებმა მიიღეს. ამასთან, მისივე თქმით, დე ფაქტო „კა-გე-ბემ” 2017 წელს გალის საპასპორტო განყოფილებას წერილოით აცნობა ამ მოაქალაქეთა არასანდოობის შესახებ, თუმცა მათ რატომღაც მაინც უპრობლემდ მიიღეს „აფხაზეთის მოქალაქეობა”.

საკითხის განხილვის შემდეგ, „დეპუტატებმა” ხმათა უმრავლესობით აფხაზეთის „შინაგან საქმეთა მინისტრს” ურჩიეს, რომ პასპორტისა და სავიზო სამსახურის უფროსი ედუარდ მანარგია გაათავისუფლოს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან.

ტატა შოშიაშვილი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.