როგორ მოქმედებს სოციალური ქსელი ადამიანების ფსიქიკაზე

გერმანიაში, ბოხუმში რურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ერთდროულად სამი კვლევის შედეგები, რომელშიც სოციალური ქსელების გამოყენებასა და დეპრესიულ ტენდენციებს შორის კავშირზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt-ი ავრცელებს.

როგორც კვლევის ხელმძღვანელი ფილიპ ოზიმეკი ამბობს, აღმოჩნდა, რომ სოციალურ ინფორმაციასთან კონტაქტი თვითშეფასების შემცირებას იწვევს.

“თვითშეფასების შემცირება კი დეპრესიულ სიმპტომებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი სოციალური ქსელის პასიური მომხმარებელია – თავად არ აქვეყნებს თითქმის არაფერს, მაგრამ მიდრეკილია საკუთარი თავის სხვებთან შედარებისკენ”, – წერია სტატიაში.

ოზიმეკის გუნდმა ორ ჯგუფს სთხოვა 5 წუთის განმავლობაში დაკავებულიყვნენ ან თავიანთი Facebook-პროფილებით, ან უნივერსიტეტის თანამშრომლების ექაუნთებისთვალიერებით. შემდეგ მათ უნდა შეევსოთ ანკეტები თვითშეფასების შესახებ. ორივე ჯგუფმა საკონტროლო ჯგუფზე ცუდი შედეგები აჩვენა, რომლისთვისაც ეს დავალება არ მიუციათ. კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური ქსელები თავის მხრივ რაიმე განსაკუთრებულს არ წარმოადგენს, ვინაიდან ორივე ჯგუფმა (ვინც საკუთარი პროფილით იყო დაკავებული, და ვინც უნივერსიტეტის თანამშრომლების ექაუნთებით) ერთნაირი შედეგები აჩვენა. მკვლევრების თქმით, აქ საუბარია სოციალურ შედარებაზე, რომელიც ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებთ.

გარდა ამისა, ოზიმეკი აღნიშნავს, რომ საკუთარი თავის შედარება სოცქსელებისმომხმარებლებთან უფრო დიდ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე იმ ადამიანებთან შედარება, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ვხვდებით. “ეს უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია იმასთან, რომ ყოველდღიურად ჩვენ ასობით ადამიანს არ ვხვდებით, რომლებიც გამორჩეულად კარგად ცხოვრობენ. ჩვენ ვხვდებით ისეთებსაც, რომლებსაც საქმე ჩვენზე ცუდად მისდით”, – ამბობს ფსიქოლოგი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.