როგორ შეაჩერა სინგაპურმა კორონავირუსის გავრცელება — ტექნოლოგიები და სანქციები

მსოფლიო კორონავირუსის გავრცელებას ებრძვის, ყოველდღიურად აშშ-ში, იტალიასა თუ ესპანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ათასობით იზრდება, თუმცა არსებობს ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის შეაჩერება შეძლო.

სინგაპურში ამჟამად კორონავირუსის მხოლოდ 683 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილი კი 2 ადამიანია. ქვეყანაში საზღვრები დაკეტილია, თუმცა სასწავლო დაწესებულებები და ბიზნესი ჩვეულ რიტმში ფუნქციონირებს. სინგაპურმა ამას მაღალტექნოლოგიური სათვალთვალო საშუალებების, აგრესიული ტესტირებითა და სანქციების დახმარებით მიაღწია.

შეიქმნა აპლიკაცია სმარტფონებისთვის სახელად TraceTogether, რომელიც Bluetooth-ის საშუალებით აკონტროლებს მომხმარებლების ადგილმდებარეობას და სიახლოვეს სხვა ადამიანებთან. ასევე აფრთხილებს მათ სხვასთან კონტაქტის დროს, გადატანილი აქვს თუ არა ამ ადამიანს კორონავირუსი, ან არის თუ არა რისკის ჯგუფში. ამ გზით ცხადია, ირღვევა პიროვნების კონფიდეციალურობის შესახებ კანონი, თუმცა ინფექციების შეჩერების მიზნით, ეს გამონაკლისი დაუშვეს.

გარდა ინფიცირებულების იდენტიფიცირებისა, მთავრობა მოქალაქეებს დღეში ორჯერ უგზავნის შეტყობინებებს, რეკომენდაციების, კორონავირუსით დაავადებულთა განახლებულ რაოდენობაზე, გავრცელების სავარაუდო მდებარეობებისა და თავდაცვის საშუალებებზე.

ვირუსის შეჩერების ერთ-ერთი ეფექტიანი ხერხი აღმოჩნდა აგრესიული ტესტირებაც. სინგაპურში 1000-ზე მეტი ტესტირების კლინიკა დააარსდა და მხოლოდ 20 მარტის მონაცემებით, 38 ათასმა ადამიანმა გამოიყენა ტესტი. მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს არ აქვთ ტესტების საკმარისი რაოდენობა და მათ შეზღუდული რაოდენობით იყენებენ- მხოლოდ საავადმყოფოების პაციენტებისთვის და ექიმებისთვის. აგრესიული ტესტირების გზით სინგაპურის სტრატეგია იყო ინფიცირებულების დადგენა და მათი თვითიზოლაცია და არა საავადმყოფოების გადაჭედვა, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში მაღალი ლეტალობის მიზეზი აღმოჩნდა.

სინგაპური მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, ამიტომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მთავრობამ დისტანციის არდაცვა და ადამიანთან ძალიან ახლოს დაჯდომა დააკრიმინალიზა. თქვენ თუ მოქალაქეს გვერდით მიუჯდებით,
6 თვის ციხეში გატარება მოგიწევთ, ან $7000-მდე ჯარიმის გადახდა…

მიუხედავად ამისა, სინგაპურს კორონავირუსთან ბრძოლა არ დაუსრულებია, ინფიცირების მეორე ტალღას ვიზიტორებისგან ელოდებიან. სწორედ ამიტომ, ქვეყანამ მოკლევადიანი ტურისტების შესვლა აკრძალა, ხოლო სხვებს ორკვირიან კარანტინში გაუშვებს.

ცნობისთვის, სინგაპური ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ჩინეთის შემდეგ კორონავირუსი დაფიქსირდა. ქვეყანაში ვირუსი 66 წლის მამაკაცმა ჩაიტანა, რომელმაც 3 დღით ადრე ვუჰანის პროვინციაში იმოგზაურა.

http://newsreport.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.