როგორ შეცვლის კორონავირუსი კლიმატურ პირობებს?

COVID-19 უკვე დღეს მკვეთრად ამცირებს ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვებს – ადამიანები სულ უფრო ნაკლებად იყენებენ ტრანსპორტის და მუშაობენ სახლებში, გაჩერდა ავიაცია, გაიყინა მრეწველობა, გაუქმდა კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.

ეს დღეს, თუმცა, როგორ იმოქმედებს პანდემია გლობალურ ბუნებრივ პირობებზე ხვალ?

ათწლეულების მანძილზე პირველად 2020 წლის მარტში ვენეციის არხებში წყალი გახდა იმდენად გამჭირვალე, რომ გამოჩნდა სიღრმეზე მოცურავე თევზები – ეს მოხვდა იმის შემდეგ, რაც იტალიაში შემოღებულ იქნა საყოველთაო კარანტინი, შეწყდა ტურისტების ჩამოსვლა, და შესაბამისად, აიკრძალა გონდოლების მოძრაობა ვენეციის არხებში.

თანამგზავრული ფოტოები, რომლებიც აფიქსირებენ ადამიანის საქმიანობის შედეგებს – გაზების გამონაბოლქვს ავტომობილებისგან, ელექტროსადგურების და ქარხნების მიერ  მოხმარებული საწვავის კვალს, და ა.შ. – ამჯერად აჩვენებენ ჩინეთში და იტალიაში ჰაერის დაბინძურების საოცარ კლებას.

ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის მონაცემებით, 3 თებერვლიდან 1 მარტამდე СО2-ს გამოყოფა ჩინეთში შემცირდა 25%-ით, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების წინაამღდეგ მიღებულ ზომებთან – ადამიანები სულ უფრო ნაკლებად გადაადგილდებიან ავტომობილებით, შემცირდა წარმოების მოცულობა.

ეს მაშინ, როდესაც სწორედ ჩინეთი არის დედამიწაზე ატმოსფეროს მთავარი დამაბინძურებელი    – სწორედ მასზე მოდის ჰაერში გაშვებული СО2-ს 30%. ქვეყნის ეკოლოგიის სამინისტროს ცნობით, დღეების რაოდენობა, როდესაც ფიქსირდება „ჰაერის კარგი ხარისხი“ გაიზარდა 21,5%-ით გასულ წელთან შედარებით.

ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ განაცხადა, რომ გლობალური ავიაგადაზიდვების ზრდა შემცირდა 2010 წლის დონეზე, სავარაუდოდ, თებერვლის მონაცემები კიდევ უფრო დაბალი იქნება, ხოლო მარტში მოხდა ავიაბაზრის სრული ჩამოშლა  – თანაც, გაურკვეველია, როდის დაიწყება აღდგენის პროცესი -კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ბოლო ჯერ არ ჩანს.

სწორედ თვითმფრინავებზე მოდის შტატებში სასათბურე გაზების ატმოსფეროში გამოყოფის 3%, და 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი უნდა გაზრდილ იყო მინიმუმ 3-ჯერ, ამიტომაც,  ავიაგადაზიდვების სტრუქტურაში ნებისმიერი ცვლილებები მოახდენენ საგრძნობ გავლენას ატმოსფეროს დაბინძურებაზე.

თუმცა, ეკოლოგები ხედავენ ამაში არა მხოლოდ დადებით, არამედ უარყოფით მხარესაც.

მიმდინარე ცვლილებები არ ატარებენ სისტემურ ხასიათს, და გამოწვეულია მოულოდნელი და საკმაოდ სამწუხარო მოვლენებით. ამჟამად ვირუსი შედის მეორე სტადიაში და აქტიურად იპყრობს მთელს მსოფლიოს. ეს ამცირებს ნავთობზე გლობალურ მოთხოვნას, და ზრდის ზოგადი ეკონომიკური ვარდნის რისკს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ამას შეუძლია განახლებადი ენერგეტიკის და „მწვანე“ ტექნოლოგიების განვითარების შეფერხება.

„შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ ვირუსი, რომელმაც მოკლა ათასობით ადამიანი და ჩასვა კარანტინში მილიონები, მნიშვნელოვნად შეცვლის კლიმატს. კაცობრიობის ისტორიაში უკვე იყო მავნე გამონაბოლქვების შემცირების პერიოდები, რომლებიც დაკავშირებული იყო პანდემიებთან, ომებთან, და ეკონომიკურ კრიზისებთან. მაგრამ ყოველთვის СО2-ს გამოყოფა კვლავ იზრდებოდა ეკონომიკის ნორმაში მოსვლასთან ერთად“ – მიიჩნევს მეცნიერული ჟურნალის MIT Technology Review-ს ენერგეტიკის განყოფილების რედაქტორი ჯეიმს ტემპლი.

მისი თქმის არსებობს კორონავირუსის პანდემიის რამდენიმე გრძელვადიანი უარყოფითი შედეგი კლიმატურის პირობების შეცვლის თვალსაზრისით.

ნებისმიერი შეზღუდვები კაპიტალის ბაზრებზე მოახდენს უარყოფით გავლენას მზის, ქარის, და სხვა ტიპის ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებაზე  – ახალი პროექტების განხილვა დროებით შეწყდება.

ნავთობზე საერთაშორისო ფასების ვარდნა ასევე შეამცირებს ელექტრომობილების კონკურენტუნარიანობას. დღეს ჩინეთი არის მზის პანელების, ქარის ტურბინების, და ელექტროკარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლითიუმ-იონური აკუმლატორების მთავარი მწარმოებელი მსოფლიოში.

ჩინური კომპანიები უკვე დღეს საუბრობენ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებაზე, რამაც თითქმის შეაჩერა ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების მრავალი პროექტი მთელს მსოფლიოში.

ბოლო წლებში კლიმატის ცვლილება გახდა ერთ-ერთი პრიორიტეტი გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში, და მის წინაამღდეგ ბრძოლის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა ახალგაზრდული მოძრაობა. თუმცა, მასშტაბური ეკონომიკური ვარდნა შეამცირებს ადამიანების ინტერესს ეკოლოგიური პრობლემების მიმართ – წინა პლანზე გადმოვა გაცილებით უფრო საჭირბოროტო საკითხები – ჯანმრთელობა, სამუშაო, საპენსიო დანაზოგები, და უძრავი ქონება.

მოწინავე ანალიტიკურმა კომპანიამ სუფთა ენერგეტიკის დარგში BloombergNEF-მა უკვე შეამცირა 2020 წელს მზის ენერგიაზე მოთხოვნის ზრდის თავისივე პროგნოზი, რადგანაც პოლიტიკოსები და კორპორაციები სადღეისოდ გადაერთნენ მოკლევადიან ეკონომიკურ სტიმულებზე, გრძელვადიანების სანაცვლოდ.

არის არა ერთი სხვა გრძელვადიანი პროგნოზი, რომელიც ეხება ეკოლოგიური საკითხებს. კორონავირუსი ატარებს იძულებით ექსპერიმენტს ცხოვრების წესის შეცვლასთან დაკავშირებით – სულ უფრო მეტი ადამიანი მუშაობს დისტანციურად, რაც ამცირებს ტრანსპორტით გადაადგილებას.

რა თქმა უნდა, ეს გაცილებით უფრო ეკოლოგიურია, ვიდრე ყოველდღიური სიარული ოფისეში. ამ ტენდენციას შეუძლია შეცვალოს ადამიანების დამოკიდებულება სამუშაო პროცესისადმი, და შედეგად, მცირედით მაინც შეზღუდოს ადამიანის გავლენა გარემოზე.

არის კიდევ ერთი თვალსაზრისი კორონავირუსის და კლიმატის ცვლილებებს შორის კავშირის შესახებ – ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სწორედ ადამიანის ჩარევამ ბუნებაში გამოიწვია ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორც ფრინველის გრიპი, ებოლა, SARS,  დღეს კი –  COVID-19.

„ჩვენ უხეშად ვარღვევთ ტროპიკული ტყეების და სხვა ეკოსისტემების ნორმალურ ფუნქციონირებს, სადაც თავისთვის ბუნებრივ გარემოში არსებობს ცხოველების უამრავი სახეობა. სწორედ ეს ცხოველები არიან ჩვენთვის უცნობი ვირუსების მატარებლები. ჩვენ ვჩეხავთ ხეებს, ვკლავთ ცხოველებს და ვყიდით მათ ბაზრებში. ჩვენ ვანგრევთ ეკოსისტემას, და ვტოვებთ ვირუსებს მათი ბუნებრივი ბატონების გარეშე. შედეგად, მათ სჭირდებათ ახალი პატრონი. ხშირად სწორედ ჩვენ ვართ ეს ახალი პატრონები“  – განაცხადა წიგნის „გავრცელება – ცხოველების ინფექციები და შემდეგი პანდემია“ ავტორმა დევიდ კვამენმა.

პათოგენები გადადის ცხოველებიდან ადამიანებზე.  აშშ-ს დაავადებების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, ადამიანის ახალი დაავადებების 3\4 არის ცხოველური წარმოშობის.

„პათოგენები“ არ აღიარებენ სხვაობას სახეობებს შორის,  და არ ცნობენ საზღვრებს სახელმწიფოებს შორის“  – მიიჩნევს ემორის უნივერსიტეტის ეკოლოგი-მკვლევარი ტომას გილესპი.

„ადამიანები ქმნიან პირობებს დაავადებათა გავრცელებისთვის, ამცირებენ ბუნებრივ ბარიერებს ადამიანებს და იმ ცხოველებს შორის, რომელთა ორგანიზმებში ეს ვირუსები არსებობენ ბუნებრივად. მე არ მიკვირს კორონავირუსის გავრცელება. პათოგენების დიდი ნაწილი ჯერ ჩვენთვის უცნობია.  ჩვენ ვიმყოფებით მხოლოდ აისბერგის მწვერვალზე“  – თვლის ტომას გილესპი.

RBC

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.