როგორ ხვდებოდნენ და აცილებდნენ ქურდული სამყაროს ქართველ „გენერლებს“

წინასაარჩევნო თუ პოლიტიკურად დაძაბულ დღეებში ხშირად ისმის ოპონენტების ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, იქნება ეს შეუსრულებელი დაპირება, თუ ხელისუფლების მხრიდან კრიმინალური ავტორიტეტების მფარველობა.

 

„პრაიმტაიმის“ საარქივო მასალებში ინახება ოფიციალური ცნობები, როგორ ხვდებოდნენ და აცილებდნენ ქურდული სამყაროს „გენერლებს“ საზღვარზე წინა ხელისუფლების პერიოდში.

 

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხელისუფლებას „კანონიერი ქურდების“ მფარველობაში ადანაშაულებს, წლების განმავლობაში საზღვრიდან საზღვრამდე თავად მიაცილებდა კრიმინალურ „ავტორიტეტებს“. ამ შინაარსის განცხადება წლების წინ მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსმა გააკეთა.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რას გულისხმობდა მაშინ მაღალჩინოსანი და რომელმა „კანონიერმა ქურდებმა“ დატოვეს ქვეყანა ხელისუფლების დახმარებით. ამის გასარკვევად, მაშინ „პრაიმტაიმმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა.

 

2006 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული  და გასული „კანონიერი ქურდების“ სია 12 კაცისგან შედგება და მასში საკმაოდ ხმაურიანი გვარები ფიგურირებენ.

 

მაგალითად: კოსტა ბობოხიძე იგივე ძაკუნია. შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ბობოხიძე 2009 წლის 2 სექტემბერს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა. თუმცა ის არ დაუპატიმრებიათ.

 

მეორე დღეს, ანუ 2009 წლის 3 სექტემბერს. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთში გააცილეს.

 

წყალტუბოელი კოსტა ბობოხიძე კრიმინალური სამყაროს პატრიარქადაა მიჩნეული. საკმაოდ მძიმე დანაშაულებისთვის მაშინ უკვე 8-ჯერ იყო ნასამართლევი და ციხეში 30 წელი ჰქონდა გატარებული.

 

საქართველოში კიევიდან ჩამოფრინდა 2009 წლის 28 მაისს „კანონიერი ქურდი“ ანთიმოზ კუხილავაც. ბობოხიძის მსგავსად 29 მაისს, ისიც სარფამდე მიაცილეს და თურქეთში გაუშვეს.

 

კუხილავა კიევში კონტრაბანდულ ტვირთებს აკონტროლებდა. სხვათაშორის კუხილავას გაუჩინარების შესახებ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს კითხვა უკრაინელმა ჟურნალისტმა დაუსვა.

 

ვინ არის „კანონიერი ქურდი“, რომელმაც თბილისში ალისა ფრეინდლიხი დააყაჩაღა
2020-07-13ვინ არის „კანონიერი ქურდი“, რომელმაც თბილისში ალისა ფრეინდლიხი დააყაჩაღა

 

„როგორ შეძლო გაქცევა უკრაინიდან ექსტრადირებულმა ცნობილმა „კანონიერმა ქურდმა“ ანთიმოზ კუხილავამ? ჩვენს ქვეყანაში ის თითქოს ოდესის პორტში კონტრაბანდულ ტვირთს აკონტროლებდა. ახლა კი გავრცელებულია ხმების თანახმად, თურქეთში მშვიდად ცხოვრობს“- ჰკითხა ჟურნალისტმა ვანო მერაბიშვილს.

 

– „არ ვიცი ვინ არის ანთიმოზი. ეს მეტსახელია თუ სახელი? მით უფრო არ შემიძლია ვუპასუხო კითხვას, როგორ გაექცა ის პასუხისმგებლობას. თუ გსურთ გავარკვევ იყო თუ არა ამ ადამიანზე ჩვენთან ძებნა გამოცხადებული“,- უთხრა მერაბიშვილმა უკრაინელ ჟურნალისტს.

 

ამის შემდეგ უკრაინული გამოცემა segodnya. ua წერს, მინისტრმა ტელეფონის ყურმილი აიღო, 5 წუთში კაბინეტში ოფიცერი შემოვიდა. მან მინისტრს მოახსენა, რომ ადამიანი სახელად ანთიმოზ კუხილავა ძებნილთა სიაში არ ფიქსირდება.

 

-„აი, ხედავთ? ასეთ სახელს მოფიქრება უნდა – ანთიმოზ“, – განმარტა მერაბიშვილმა.

 

ქვეყანაში 2009 წლის 29 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოვიდა ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ამირან ებრალიძეც. მისი ექსტრადირება უკრაინიდან განხორციელდა. მეორე დღეს კი ქვეყანა სადახლოს გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.

 

ებრალიძე ძველი თაობის „კანონიერ ქურდებს“ მიეკუთვნება. უკრაინელი მილიცია მას „უკრაინის ტარიელ ონიანსაც“ კი უწოდებდა.

 

უკრაინულ სამყაროში ებრალიძის პირველი ნაბიჯები დიდი მითქმა-მოთქის საფუძველი გახდა.

 

ეს იყო ჯერ კიდევ 1972 წელს, როდესაც რეჟისორი გიორგი შენგელაია „ვერის უბნის მელოდიებს“ იღებდა. ერთ-ერთი როლის შემსრულებლად ცნობილი მსახიობი ალისა ფრეინდლიხი ჩამოიყვანა.

 

ერთ საღამოს ქალბატონმა ფილმის გადაღების შემდეგ მსახიობმა პლეხანოვზე გასეირნება გადაწყვიტა, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა. მოულოდნელად მას ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაესხა თავს, დანა ყელზე მიაბჯინა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ძვირფასი ქურქი გასტაცა.

 

საქმის გახსნა ქართული მილიციის ღირსების საქმე იყო და მათაც მეორე დღეს 26 წლის ამირან ებრალიძე დააკავეს. ქურქი ფრეინდლიხს დაუბრუნეს. ებრალიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

მას შემდეგ ებრალიძე სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. საერთო ჯამში, სხვადსხვა დანაშაულების გამო ციხეში 28 წელი გაატარა. მან „კანონიერი ქურდის“ წოდებაც მიიღო და დღემდე მეტსახელად „ცხვირას“ სახელით იცნობენ…

 

თბილისელი „კანონიერი ქურდის“ ცოლმა გვარი „კორლეონედ“ გადაიკეთა
2020-04-16თბილისელი „კანონიერი ქურდის“ ცოლმა გვარი „კორლეონედ“ გადაიკეთა

 

2008 წლის 29 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააფიქსირეს „კანონიერი ქურდის“ ავთანდილ ხეცურიანის შემოსვლის ფაქტიც. თუმცა, დაპატიმრების ნაცვლად უახლესი რეისით იმავე დღეს უკრაინაში გააბრუნეს.

 

ხეცურიანი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში „ავთო ბოქსიორის“ მეტსახელით იცნობდნენ, საქართველოში 1993 წელს მძიმე დანაშაულისთვის გაასამართლეს. მას ბრალად ედებოდა იმერეთის შს სამინისტროს  სამხარეო სამმართველოს მაშინდელი უფროსის, ელგუჯა ბუცხრიკიძის გატაცება.

 

ციხეში ყოფნის დროს, ავთანდილ ხეცურიანმა ცნობილი ე.წ კანონიერი ქურდები: გელა ყაჭეიშვილი, ქემალ მუსოანი და ნუგზარ ჯანელიძე გაიცნო, რომლებმაც ახალგაზრდა ხეცურიანში  „კრიმინალური ტალანტი“ დაინახეს და თავიანთ „ძმურ“ ოჯახში მიღების პატივი დასდეს.

 

ბოქსიორა“ 2028 წლის ნოემბერში, იტალიაში დაიღუპა და ქუთაისში დაკრძალეს.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ჟანდარმერიამ საქართველოს ხელისუფლებას ფოტო და ვიდეომტკიცებულებები გადასცა იმის შესახებ, რომ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების მეშვეობით საქართველოში საარჩევნოდ დესტაბილიზაცია იგეგმებოდა.

 

მეუფე ანტონი, მამა ლევანი, დავით მაღრაძე და „კანონიერი ქურდები“ - რას ყვება სასულიერო პირი
2020-05-26მეუფე ანტონი, მამა ლევანი, დავით მაღრაძე და „კანონიერი ქურდები“ – რას ყვება სასულიერო პირი

 

ჟანდარმერიის ცნობით, ყოფილი ქართველი მინისტრი გოგა ხაინდრავა სამხრეთ საფრანგეთში მდებარე „კანონიერი ქურდის“ რევაზ ლორთქიფანიძის სახლში შეხვდა დანაშაულებრივი კლანის სხვა ავტორიტეტებს. რათა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს არეულობის მოწყობისთვის დახმარება ეთხოვა.

 

გავრცელებულ კადრებში, სხვა კრიმინალურ ავტორიტეტბთან ერთად ჩანს „კანონიერი ქურდი“ სულხან თვალჭრელიძეც, თუმცა მაშინ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უხსენებია.

 

ასევე, იგივე თვალჭრელიძე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში იმყოფებოდა და უპრობლემოდ დატოვა ქვეყანა.

 

კერძოდ, ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წლის 17 იანვარს საქართველოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადმოკვეთა და მეორე დღეს სარფის გავლით თურქეთში გაემგზავრა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.