როდესაც სახელმწიფოს მოუწია თავისი სიტყვების უკან წაღება და სხვაგვარად ფორმულირება, ეკლესიამ დაარტყა ევროპას – მამა ანდრია

როდესაც სახელმწიფოს მოუწია თავისი სიტყვების უკან წაღება და სხვაგვარად ფორმულირება, ეკლესიამ დაარტყა ევროპას – ასე ეხმაურება მღვდელმონაზონი ანდრია სარია ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის ნათქვამს, რომ “მე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ სინოდში დავსვამ ამ საკითხს, რომ ხელახალი რეფერენდუმი ხო არ მოვიწვიოთ და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა”.

“მეუფე ანტონის განცხადება მახსენებს ერთ ქარგას, როდესაც პოლიტმატიმრები გამოუშვეს და სახელმწიფომაც ეს ზეწოლა მიიღო, სახელმწიფომ რა თქმა უნდა წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ვერაფერი თქვა საპირწონედ და ეკლესია გამოდის ასპარაზზე და მე ვფიქრობ, რომ საპატრიარქო ერთგვარ როლს ასრულებს, რომ ახლა დაარტყას ევროპას. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტორი. ერთგვარად, როდესაც ვამბობთ, რომ საპატრიარქო და სახელმწიფო გადაჯაჭვულად მოქმედებენ ბევრ საქმეებში, ბევრ საკითხებში, ახლაც ვნახეთ, რომ სახელმწიფოს როდესაც მოუწია თავისი სიტყვების უკან წაღება და სხვაგვარად ფორმულირება, ეკლესიამ დაარტყა ევროპას. თვითონ ასე ღიად ვერ დაარტყა მთლად.” – განაცხადა მამა ანდრიამ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.