რომან დოლიძემ UFC-ში გამოსვლა რუსი მებრძოლის ცემით დაიწყო

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) პირველი ბრძოლა ჩაატარა რომან დოლიძემ. 32 წლის ქართველმა ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის კარი შთამბეჭდავი გამარჯვებით შეაღო – გამთენიას, აბუ დაბიში, 25 წლის რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველსავე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო.

„არ მიყვარს, როცა ვიღაც ისე მიყურებს, როგორც იბრაგიმოვმა გუშინ, აწონვისას შემომხედა. უდიდესი შეცდომა დაუშვა“ – უთხრა გამარჯვებულმა დოლიძემ ბრძოლის წამყვანებს.

UFC-ში დებიუტამდე რომან დოლიძეს წესების გარეშე ბრძოლაში ექვსი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და ექვსივეში მოიგო.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.