რომელი ქალაქი გახდება რუსების პირველი სამიზნე გლობალური ომის შემთხვევაში – ამერიკული კვლევა

შემთხვევაში, თუ  ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი დაიწყება, რუსების მთავარი სამიზნე,  სავარაუდოდ,  გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ მდებარე საპორტო ქალაქი ბრემერჰაფენი იქნება, რომელზეც ეუსები „იასენ“-ის ტიპის ბირთვული წყალქვეშა ნავით განახორციელებენ სარაკეტო იერიშს. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ინსტიტუტისთვის მომზადებულ ნაშრომში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ყოფილი თანამშრომელი ენდრიუ მეტრიკი წერს.

ამ დასახლებულ პუნქტს, რომელიც ჩრილოეთის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ავტორის აზრით მთავარი ამერიკული სახმელეთო პორტია ევროპაში ჯარის გადმოსასხმელად. 

„ეს ერთადერთი მნიშვნელოვანი კვანძია მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად ევროპაში. ბრემერჰაფენის პორტის იზოლირება ადვილი იქნება, რადგან პორტი გემებს ორი კარიბჭის გავლით უშვებს. გარდა ამისა, პორტში სარკინიგზო ხაზი ორი ხიდის გავლით შედის. ამ სამიზნეების განადგურებით კი ნავსადგურს პრაქტიკულად უსარგებლოდ აქცევს შეერთებული შტატების საჭიროებისთვის“, – განაცხადა მეტრიკმა.

მეტრიკი აცხადებს, რომ ალტერნატიული პორტები როტერდამში (ნიდერლანდები) და ანტვერპენშია (ბელგია) განლაგებული და ისიმი, დიდი მოცულობის გამო, წერტილოვანი დარტყმების მათი მწყობრიდან გამოუვანა გაცილებით ძნელია. იგი აღნიშნავს რომ, ცივი ომის დროს ევროპის ლოჯისტიკაში ასეთი დაუცველობა სერიოზულ საფრთხეს არ ქმნიდა, თუმცა რუსეთის შეიარაღებაში მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტების გაჩენამ, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტოიული წყლებიდან კონტინენტური ევროპის სიღრმემდე მიაღწიონ, ვითარება შეცვალა.

რუსული საზღვაო ძალებმა  მრავალფუნქიური წყალქვეშა ნავი „იასენი“ 2014 წელს შექმნეს,რომელიც პროექტიდან ერთადერთი აქტიური ნავია. ის ითავსებს როგორც სარაკეტო სისტემას, ასევე წყალქვეშა მოქმედების ტორპედოებს. მისი წყალქვეშა მაქსიმალური სიღმე 600 მეტრია, სიჩქარე წყლის ზედაპირზე 16 კვანძია, ხოლო წყლის ქვეშ – 31 კვანძი.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.